საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81271

1918

ტიპი: თანამდებობა

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის მოურავი იყო ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო განათლების მინისტრის მოადგილე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ანდრიევსკისა ლუარსამიძე, გენტორ გიორგის ძე ლაშხი, ალექსი ლასურაშვილი, ბარბარე ლასურაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ესტატე ლომჯარია, სამსონ სტეფანეს ძე ლოსანიძე, შიო როსტომის ძე ლომღაძე, ოლღა ლობჟანიძე, თევდორე ამირანის ძე ლაშხი, სევერიან ლეჟავა, სამსონ ლორია, გიორგი ლაბაური, თამარ იოსების ასული ლეონიძე, ანა სიმონის ასული მხეიძე და გიორგი მდივანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ალექსანდრა კონტრიძე, ზოსიმე კეშელავა, მარიამ კიკნაძე, სოფიო კანდელაკი, ანასტასია კორშია, მაყვალა დიმიტრის ასული კალატოზიშვილი, მინადორა დიმიტრის ასული კასრაძე, ნატალია დიმიტრის ასული კასრაძე, დომენტი კაკაურიძე, ლიზა კაკაურიძე, თამარ ედ.-ს ასული კვანჭახაძე, დიმიტრი მიხეილის ძე კუსრაშვილი, თადეოზ სიმონის ძე კვატაძე, ალექსი გიორგის ძე კაზიშვილი, თედო გიორგის ძე კრიჭაშვილი, პოლექტია კიკნაძე და ბაგრატ კრიალაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებას 85 პირი დაესწრო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ მოწვეულ კრებაზე თელავის საკრებულოს დარბაზში თელავში საზოგადოების განყოფილების გახსნა გადაწყდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, სოლომონ ადამის ძე ქობულოვი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, იოსებ ადამის ძე ქობულოვი, მღვდელი იოანე შიუკაშვილი, ესტატე სულხანის ძე ვახვახიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი, მღვდელი ისიდორე პერტაია, მიხეილ ევგენის ძე რუსიშვილი და დავით გიორგის ძე აბელაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 აგვისტოს მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანმა თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლის 10 ივნისს თბილისის ქალთა პროფესიულმა სახელოსნომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N9 გადასცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის გამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებელი იყო ნიკ. წილოსანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის საქმისმწარმოებელი იყო ბ. ხომერიკი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე იყო ეკატერინე მათეს ასული ფხაკაძე.

1919

ტიპი: განათლება

ნადეჟდა გიორგის ასულმა აბაზაძემ თბილისის საქალებო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროში მთავარგამგედ მუშაობდა გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 იანვარს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს მიანდობდნენ მე-2 და მე-3 კლასში საქართველოს ისტორიის ორ-ორ გაკვეთილს. მთავარგამგემ სამინისტროს სთხოვა აბულაძე თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მუშაობდა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე იყო გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 სექტემბერს ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მიწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩია 30 პირი. კერძოდ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე გელაძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, არჩილ ზიკოს ძე დედანაშვილი, ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, თამარ ლევანის ასული ერისთავი, გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი.

პირები
იასონ ლევანის (ლუკიანეს) ძე ხიმშიაშვილი ივანე ევსევის (იასეს) ძე ორჯონიკიძე ივანე იოსების (იასეს) ძე ორჯონიკიძე ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე თამარ ლევანის ასული ერისთავისა მიხეილ დავითის ძე კობალაძე ფარსადან ევსევის (იასეს) ძე ლაშხი გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილი (დავითიშვილი) იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი (გოგინოვი) ნიკოლოზ გაბრიელის (ტარიელის) ძე ჭონიშვილი ივანე ალექსანდრეს (ალექსის) ძე კოტიაშვილი იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი (ღვთისავარიშვილი) ვასილ ავგუსტის (ანტონის) ძე ხიდაშელი გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი ივანე გიორგის ძე მაისურაძე არჩილ ზინობის (ზიკოს) ძე დედანაშვილი ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი იოსებ ისაკის ძე კასრაძე ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი ვლადიმერ (ლადო) ალექსანდრეს ძე ცერაძე ალექსი დავითის ძე ჯაბიძე ნიკოლოზ სვიმონის (სამსონის) ძე გელაძე ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი ალექსი სოლომონის ძე კვაღინიძე (კვაღინაძე)
წყარო

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძისა და მასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების დაბრუნება სთხოვეს. მათ მთავარი გამგეობის არგუმენტები ანდერძის სასამართლოში ვერ დამტკიცების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა მიმართეს კითხვით: საჭირო იყო თუ არა საზოგადო კრების მინდობილობა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძის ცხინვალის განყოფილების სახელით სასამართლოში წარსადგენად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილი, ხაზინადარი და მდივანი არჩილ დედანაშვილი და გამგეობის წევრები – იოსებ გოგინაშვილი და გრიგოლ შათირიშვილი – სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობის 1915 წლის შემადგენლობის სია. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, მისი მოადგილე – იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, მდივანი და ხაზინადარი – არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, წევრები – იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ილია კვაჭანტირაძე, ეკა სანებლიძე, ეკა ჩალაძე, კოლია ტატუნაშვილი, ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი, ილია ოქრუაშვილი, პავლე ბაღათურია და ლუდმილა მასხარაშვილი.