რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1 მარტს თერგის ოლქში მცხოვრები ავდოტია კორსუნოვისა ყალბი მოწმობის გამოყენების გამო დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის მარტში სამსონ ჭილაია ბესარიონ კვესელაძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის მარტში სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ ა. ნ. გრენისთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა. მზრუნველი კმაყოფილი დარჩა სკოლაში არსებული ვითარებით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის მარტში სვიმონ ფომიჩევი კავკასიის მსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის პირველ მარტს სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე გიორგის ძე გერსამია გარდაიცვალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს ვასო ალექსის ძე აბაშიძეს თბილისში სალიტერატურო საღამო უნდა გაემართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გაიმართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი სიღნაღში სცენის გაკეთებას უნდა მოხმარებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სოფ. ოლგინსკოეს სკოლაში გალობას ასწავლიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სამრევლო ეკლესიის მედავითნე იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მარტს თბილისის ბანკის თეატრში უნდა წარმოედგინათ გ. ა. კლიმოვსკის 5-მოქმედებიანი დრამა „ცოლის შერთვა დიდი საქმეა“.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის განყოფილებაში ნიკოლოზ შანშიევის საქმის განხილვა დაიწყეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ რუბანი ქუთაისის ქალთა პირველდაწყებითი სკოლის მმართველი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის კომისიას, რომლის წევრიც იყო სიმონ ღოღობერიძე, სკოლის წესდების პროექტის შედგენა ევალებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს თბილისის ბანკის თეატრში გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი პიესა „ყვარყვარე ათაბაგი“ წარმოადგინეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ივანეს ძე რაშეტი თბილისის სამოსამართლო პალატიდან კიევში გადაიყვანეს სამუშაოდ.

