რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შანშიევი ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს ქალაქის ექიმმა მაღალოვმა პოლიციელების თანდასწრებით ტრაქტირები, ფურნეები, დუქნები და სხვა მსგავსი დაწესებულებები დაათვალიერა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მოსახლეობას სწავლა-განათლების საჭიროებაზე ესაუბრა და აუხსნა, რამდენად საზარალო იყო, რომ წილკანს სკოლა არ ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორი ალექსანდრე სმიტენი პროკურორების მოქმედებების შესამოწმებლად ქუთაისში წავიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 მარტს თბილისში ნიკოლოზ ლაზარევმა დიმიტრი ოვჩინიკოვს დანით სამი ჭრილობა მიაყენა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე სმირნოვისამ ფოსფორის სითხით თავი მოიწამლა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხულაში შაბან რაჯებ-ოღლი ვანაძემ და მუსტაფა მამედ-ოღლიმ მოკლეს ოსმან-ოღლი ვანაძე და გვამი დამარხეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 მარტს პეტრე ჩურიკოვმა ძმა, დიმიტრი ჩურიკოვი, თბილისში ზურგსა და ხელში დაჭრა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაბან რაჯებ-ოღლი ვანაძე ბიძის, ახმედ ოსმან-ოღლი ვანაძის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე მედინცევი ეკატერინე ოსლიკოვის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითმა განყოფილებამ თელავში ევგენია ჯორჯაძის საქმის განხილვა დაიწყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ჩურიკოვი დიმიტრი ჩურიკოვის დაჭრის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის სასამართლოზე რევაზ ვახვახიშვილი მოწმედ გამოვიდა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე ივანე ახვერდიშვილი მოწმედ გამოვიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე ექსპერტებად მიიწვიეს ექიმები ‒ ბახუტაშვილი, ზელნიცკი და ვოლოხოვი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს სოფ. სვირში გლეხებმა ალ. ნიჟარაძის მოურავს ხანჯლით თავი გაუპეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე სოსიკო ონიკაშვილი მოწმედ გამოვიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასულიერო მთავრობამ ესტატე ცხვედაძეს სოფ. სამთავისის ამაღლების ტაძრის შეკეთება დაავალა.

