რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. გიჟიმყრელმა, ნ. არხანგელსკიმ, მ. მანუკოვმა და პ. ხუციშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ი. მთვარელიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 1 მანეთი შესწირა, გ. ლ. ყიფიანმა – 40, მიხა წამალაშვილმა კი – 44 კაპ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1 მარტს თერგის ოლქში მცხოვრები ავდოტია კორსუნოვისა ყალბი მოწმობის გამოყენების გამო დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის მარტში სამსონ ჭილაია ბესარიონ კვესელაძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის მარტში სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ ა. ნ. გრენისთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა. მზრუნველი კმაყოფილი დარჩა სკოლაში არსებული ვითარებით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის მარტში სვიმონ ფომიჩევი კავკასიის მსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის პირველ მარტს სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე გიორგის ძე გერსამია გარდაიცვალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს ვასო ალექსის ძე აბაშიძეს თბილისში სალიტერატურო საღამო უნდა გაემართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გაიმართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი სიღნაღში სცენის გაკეთებას უნდა მოხმარებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სოფ. ოლგინსკოეს სკოლაში გალობას ასწავლიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯანუევი სამრევლო ეკლესიის მედავითნე იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 მარტს თბილისის ბანკის თეატრში უნდა წარმოედგინათ გ. ა. კლიმოვსკის 5-მოქმედებიანი დრამა „ცოლის შერთვა დიდი საქმეა“.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის განყოფილებაში ნიკოლოზ შანშიევის საქმის განხილვა დაიწყეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ რუბანი ქუთაისის ქალთა პირველდაწყებითი სკოლის მმართველი იყო.

