საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88132

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული მწერლობის ცენზორად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტს თბილისის თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს სალიტერატურო საღამო უნდა გაემართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტს თბილისის საარტისტო საზოგადოების დარბაზში მ. ფ. ანდრეევის სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვალერიან გუნიას კალენდარი დიდი რაოდენობით იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ვაზის ავადმყოფობასთან საბრძოლველად გამგზავნა ქუთაისში.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი სამოქალაქო სამოსწავლო კომიტეტის სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 მარტს მელქუმოვი პირუტყვთა სამკურნალოს დირექტორად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 მარტს მ. ი. სერგეევი თბილისის პირუტყვთმფარველი საზოგადოების თვამჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1-ელ თებერვალს თბილისის მოქალაქე ბაგრატ ტერ-მოსესოვი დაიკარგა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექს და გრიგოლ ასლამაზოვებმა ბაგრატ ტერ-მოსესოვი მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში კოსტა ძაგანიას საქმე განიხილეს და ის ორი კვირით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში ნერსე თაიროვის საქმე განიხილეს და ის ერთი თვით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 მარტს ქუთაისში ამოქმედდა სამეურნეო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მისიონერთა განყოფილების წევრი გახდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის ისტორია.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 მარტს ანტონინა სიტკოვსკაიამ თავის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 მარტს სენაკში ბესარიონ კვესელაძეს 310 მანეთის ვერცხლის ნივთები მოპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი ფრანგულიდან მოთხრობებსა და პიესებს თარგმნიდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის მარტში დავით ასლამაზოვი დააპატიმრეს. 

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მაკაროვი თბილისში ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ა. ი. სტოიანოვმა ქუთაისის საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ს. მრევლოვმა და გრიქუროვმა პოლიციელების თანდასწრებით თევზის დუქნები დაათვალიერეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ხ. ნ. გროზდოვმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 23 მარტს სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ ბეჟანის ძე დიდიძე გარდაიცვალა.