რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 28 მარტს ექიმმა რუდკოვსკიმ პოლიციელების თანდასწრებით დუქნების დაათვალიერებისას 2 ფუთი გაფუჭებული თევზი და 15 გირვანქა ხორცი აღმოაჩინა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოლობუევი ბოქაულის თანაშემწე იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ამირხანოვს ყალბი ფულის გაკეთება ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 65 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დავითაშვილმა ზემო ნიქოზის ტაძრის შესაკეთებლად რამდენიმე ადამიანს შემწეობა სთხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილმა ზემო ნიქოზის წმ. რაჟდენის სახელობის ტაძარს 10 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის პირველი ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში ორ აბაზად უნდა გაეყიდათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ლიუბიმოვმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 4 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში გამართულ ხელის მოწერაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გრიგოლ დავითის ძე გურიელმა 5 მანეთი შესწირა, ვასილ ცვეტკოვმა, სპირიდონ ბიჭიას ძე თოფურიამ და სტ. ი. ფატიანოვმა – თითო მან., ი. გ. კაციტაძემ – 6 მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 მარტს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ალექსანდრე სოლომონის ძე ჩოლოყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ოლგა ივანეს ასულ ერისთავისას გორში ქალთა პროგიმნაზიის სასარგებლოდ ლატარია-ალეგრი უნდა გაემართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის წიგნები მიიღო. წიგნი 204 ფურცლისგან შედგებოდა და 2 აბაზად იყიდებოდა.

