საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს სოფიო ივანეს ასული დეკანოზიშვილისა იყო დიმიტრი ანდრიას ძე დეკანოზიშვილის მეუღლე.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წელს გარდაიცვალა ოლიმპიადა დიმიტრის ასული დეკანოზიშვილი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გ. მაიაშვილის ფსევდონიმით დაიბეჭდა გიორგი ზდანევიჩის ვრცელი რეცენზია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ზაფხულში ელისაბედ ჭავჭავაძე მძიმე ავადმყოფი იყო, შიშობდნენ, რომ ქოლერა ჰქონდა. ილია ჭავჭავაძემ გასასინჯად მიუყვანა ცნობილი ინფექციონისტი ევგენი კრასნოგლიადოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის სექტემბრამდე თბილისის გუბერნატორმა გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, შეესწავლა თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილები გამოქვეყნდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქ. თელავში თელავის „დესეტნიკმა" ჯაშიაშვილმა რევოლვერით სახეში დაჭრა თიანეთის მაზრიდან დროებით ჩამოსული თუში ქადაგიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრს კონსტანტინე ყიფიანის საბენეფისოდ უნდა წარმოედგინა გ. ერისთავის ოთხმოქმედებიანი დრამა „მეორედ გაყმაწვილება“, „თამარ ბატონიშვილის“ მეოთხე მოქმედება და დივერტისმენტი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს თეოფილე კანდელაკი მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს კბილის ექიმი ა. ი. ორბელი სოლოლაკში, საკუთარ სახლში, იღებდა პაციენტებს.

1892

ტიპი: ღონისძიება

პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებულ საკომერციო კურსებზე 1892-1893 სასწავლო წელს ისწავლებოდა საკომერციო ეკონომია, საკომერციო არითმეტიკა, ბუღალტერია, არითმეტიკა საანგარიშოთი, საკომერციო მიწერ-მოწერა, სავაჭრო და სათამასუქო წესდებები, სწრაფი, გარკვეული, ლამაზი წერა.

1892

ტიპი: სტატუსი

1892 წელს ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი ინფანტერიის გენერალი იყო.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1992 წლის პირველი იანვრიდან გენერალი ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-95 წლებში ეპიფანე პავლეს ძე კანდელაკი სოფ. ბაშის წმ. კოზმას და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი ცოლად გაჰყვა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-93 წლებში კალისტრატე ვასილის ძე ფანცხავა სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1898 წლებში ალექსანდრე ოქროპირის ძე მესხი ქვე­მო კრი­ხის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1908 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილი ფა­რა­ხე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1917 წლებში თადეოზ გიორგის ძე გობეჯიშვილი უწე­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1905 წლებში სიმონ პეტრეს ძე გოგრიჭიანი ბაჯიხევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.