რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის პედაგოგმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: 5 ცალი „დედა ენა“, 2 – დ. ბაქრაძის თხზულება „წმინდა ნინო“, 2 – „გლოვა ირაკლი მეორისა“, 3 – „იგავ-არაკნი“, 2-2 „პატარა ბიბლიოთეკა“ და „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ“ (გადმოკეთებული ჯუღელის მიერ), 3 – „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, 2 ცალი გრიგოლ ორბელიანის ლექსები (მეორე გამოცემა) და „ოთხი ლექსი ვახტანგ ვახტანგის ძისა ორბელიანისა“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად მიიღო 12 „დედა ენა“, 8 „ბუნების კარი“, 8 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 8 „იგავ-არაკნი“, 10 ქართული წერის დედანი, 8 ასპიდის დაფა, 18 კალმისტარი, 36 ფანქარი, 1 ყუთი კალმები, 4 ½ ოზმა საწერი ქაღალდი და 20 გრიფილი. მან გამოგზავნილი წიგნები და სასწავლო ნივთები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომლებმაც ნივთების მიღების დასტურად ხელი მოაწერეს სპეციალურ ჟურნალში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ მარტყოფის სკოლის მასწავლებელს, ვლადიმერ ჯავახიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ კორცხელის სასოფლო სასწავლებლისთვის საჭირო იყო: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, როდნოე სლოვო, I და II ნაწილი. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, I ნაწილი, დეკანოზ სოკოლოვის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავდა ლოცვებს, მცნებებს, მრწამსს განმარტებებით, ქართული წერის დედანი, ასპიდის დაფები, კალმისტრები, ფანქრები, ცარცი, კალმები, მელანი, გრიფილები, საწერი ქაღალდი. ხოლო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო: 15 ც. „დედა ენა“, 2 ც. „ბუნების კარი“, 12 ც. „საღმრთო ისტორია“, 12 ც. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, 14 ც. „ლოცვანი“, 10 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი, 7 ც. II ნაწილი, 12 ც. ქართული წერის დედანი, 15 ასპიდის დაფა, აგრეთვე სხვა სასწავლო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, მელანი, გრიფილები და ცარცი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ლ თებერვალს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები კორცხელის სასოფლო სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის 1. 15 მანეთის სასკოლო ნივთები გაეგზავნათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების საქმეების ახალი მდივნის, ალექსანდრე მიქაბერიძისთვის გადაბარების შესახებ. მოხსენება მხედველობაში მიიღეს, დადგენილება ჩაიწერა ჟურნალში. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის და ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ მან საზოგადოების ქონება და საქმეები ჩააბარა გამგეობის მიერ არჩეულ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგე ტარას მომცემლიძის სიტყვიერი მოხსენება მის მიერ მოძებნილი ახალი რეტუშორის დანიშნვნის შესახებ და გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრს, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ქართველიშვილის შემოწირულ კლიშეებს იმ შემთხვევაში ათხოვებდა, თუ წერილობით თხოვნას გამოგზავნიდა თავად ამ კომიტეტის თავმჯდომარე და კლიშეებს ძალიან გაუფრთხილდებოდნენ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში ივანე კილაძე ქუთაისის საკვირაო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა აბდულ ეფენდი მიქელაძეს მისწერა, რომ საზოგადოების 13 მაისის გადაწყვეტილების (N32) თანახმად, მას ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები: „სიბრძნე-სიცრუისა“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართ.),„ბანჯგვლიანი ფუტკარი“, რჩეული ლექსები, „თვალსაჩინო სწავლა“, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, ბარათაშვილის ლექსები, „განკიცხული“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი იყო მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა მისი ჰონორარიდან შიო ქუჩუკაშვილისა და ანტონ გოგიაშვილისთვის თანხის მიცემის შესახებ. მისი ჰონორარი იყო 334. 37 მანეთი, მიღებული ჰქონდა – 265, ეკუთვნოდა 69. 37 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე კილაძის თხოვნა ქუთაისის საკვირაო სკოლისთვის წიგნების შეღავათიან ფასად მიცემის შესახებ. წიგნების საერთო ღირებულება 22. 35 მანეთი იყო. გამგეობამ დაადგინა, წიგნები 20 მანეთად მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძის გადაწყვეტილებით გაზეთში გამოცხადდა, რომ გომარეთის მასწავლებლის ადგილი თავისუფალი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ კლიმიაშვილის განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თავისუფალი ადგილის შესახებ გაზეთში გამოეცხადებინათ.