საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88131

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანა კოლიაშვილის თხოვნა საზოგადოების ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კოლიაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად ჩაერიცხა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა ახალარჩეული წევრების – პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავის, სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძის, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელის, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვის, თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის და თავმჯდომარის მოადგილე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის – დამტკიცების შესახებ და განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე გურია-სამეგრელოს ეპარქიის ოზურგეთის მაზრის განყოფილების სამოსწავლო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგე ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, შეეძინა გადამღები აპარატი 18X24 და განყოფილებისთვის საჭირო სხვა მასალები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის თხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში დატოვების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და შეეტყობინებინა მისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო მასწავლებელთა მოწვევა და სენაკის სკოლის საქმეების მოწყობა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს მიხეილ სოხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის კურსდამთავრებული დავით სხირტლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამომცემლობა „მწყემსმა“ დაბეჭდა „სამოსწავლო ჟამნი“, შედგენილი ხუცური ასოებით დავით ღამბაშიძის მიერ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთის მამასახლისმა ბათა ჯალაღანიამ გლეხების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სოფლის გლეხობამ გამართა ყრილობა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა და ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები. ყრილობაზე განიხილეს ახუთის სკოლისთვის ახალი შენობის აშენების საკითხი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).

1910

ტიპი: ღონისძიება

ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ანგარიშის გასავალში აღნიშნულია 100 მანეთი – ალექსანდრე თევდორეს ძე პრონინისთვის დაბრუნებული ვალი.

1909

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტი ვ. ლავროვიჩი წერდა, რომ კაზაკებისა და „დობროარმიის“ სიძულვილით სავსე მთიელი ჩეჩნები მამა-პაპათა საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი და არ აპირებდნენ, დანებებოდნენ ერისხან ალიევის „სახალხო მმართველობას“. გამოცდილმა გენერალმაც იცოდა, რომ იარაღის ძალით მთიელებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა ძვირად დაუჯდებოდა და ფრთხილობდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა, ვასილ და თევდორე ლუარსაბის ძე ლებანიძეებმა, გადაიხადეს საწევრო 6 მანეთი.