საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89923

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო გლახუას ძე გერაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 279 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, მდებარე ერთი ორსართულიანი და ერთიც ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 312 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიზარბეგ ფირანის ძე მესხს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი სარდაფით და 189 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მოსეს ასულ ზერგელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი სარდაფით და 198 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ, ივანე და იოსებ დიმიტრის ძე მატარაძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, სილაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 138 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ სიმონის ძე ეზიკოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 44 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ არტემის ძე დუჩაიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მიხეილის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი დუქნები და 57 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერენტი გიორგის ძე მაჩიტიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, რიონის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი სახლი და 353 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილ ბეჟანის ძე გაბუნიასა და ოთარ დუტუს ძე ძაგანიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე, მდებარე ერთი ქვიტკირისა და ერთიც ხის ერთსართულიანი სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი სახლი და 224 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არონ, დავით, ისხაკა და მიხაილ ელოს ძე ბინიაურიშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 7 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ანდრიას ძე მარჯანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, არქიელის გორაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი ბაღით და 1800 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზურაბის ძე იოსელიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე მდებარე, ორსართულიანი სახლი სარდაფით და 440 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე რუხაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო გიორგის ასულ ყაუხჩიშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი სახლი და 264 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა მამუკას ძე მაღლაფერიძესა და ყარამან მიხეილის ძე კვესელავას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, მესხეთის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 215 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბუჭუას ძე რუხაძესა და სტეფანე ანდრიას ძე ახობაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 მაისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე გროსმანი პეტერბურგში წავიდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს საზოგადოების დამფასებელი წევრის თანამდებობის დატოვება უწევდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ რ. ჩოლოყაშვილი ავადმყოფობის გამო საზოგადოების დამფასებელ წევრად მუშაობას ვერ შეძლებდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მაისს მიტროპოლიტმა პალადიმ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლის, ნადეჟდას სულის მოსახსენიებლად წლის წირვა და პანაშვიდი გადაიხადა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელი ისევ აირჩიეს გამგეობის წევრად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მაისს თავააზნაურთა წლიურ კრებაზე ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანიშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, გრიგოლ დავითის ძე ლოლაძემ, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, გიორგი გივის ძე ციციშვილმა და ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილმა თავად-აზნაურთა დამფასებელი წევრობის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სათავადაზნაურო სკოლისთვის 10 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვს სადილი გაუმართა.