საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 20 იანვარს ქუთაისში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დ. ა. თუმანოვმა მოხსენება წაიკითხა ფოთში ელევატორის გამართვის შესახებ, რაც, მომხსენებლის აზრით, ხელს შეუწყობდა ქუთაისის გუბერნიაში მესიმინდეობის განვითარებას.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 20 იანვარს ქუთაისის გუბერნატორი მიხეილ შალიკოვი ქუთაისის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 20 იანვარს მიხეილ შალიკოვი ქუთაისის გუბერნატორი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 იანვარს ლაბორატორიის ქუჩაზე მარიამ ჭილაშვილის სახლს ცეცხლი წაეკიდა, რომელიც ცეცხლისმქრობელმა რაზმმა ჩააქრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 იანვარს სოფელ გაბრიეთის მცხოვრებმა ბაგრატ სამადაშვილმა არსენალის აღმართში ცულით დაჭრა თავსა და მარცხენა მხარში სოფელ ბარის მცხოვრები საბედო ფოჩხიძე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისი გაიმართა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის მახლობლად თბილისის მცხოვრებ მიხეილ კერაშვილის დასახიჩრებული გვამი იპოვეს, რომელიც, როგორც პოლიციამ დაადგინა, 11 იანვარს ფეხით წავიდა წყნეთში, ბილიკზე ფეხი დაუსხლტა და ხევში გადაიჩეხა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით კაპიტანი ყარანგოზოვი დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის კავკასიის მსროლელთა მე-2 რაზმში გადაიყვანეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიგაურმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, მანეთი და 20 კაპიკი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ქირიკაშვილმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, მანეთი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი გიგაურმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, 6 კაპიკი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაჩა სეხნიაშვილმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა, 75 კაპიკი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლაზარე გელიაიძემ სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, 1 მანეთი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე სიტყვა წარმოთქვა ა. ს. ფრენკელმა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით თელავის საფოსტო კანტორის VI კლასის მოხელე, კოლეგიის მდივანი კონსტანტინე მაჭავარიანი იმავე კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფრენკელმა აღნიშნა, რომ გაზეთმა „დროებამ“ სასტიკ ბოროტმოქმედ ტატო წულუკიძეს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ნაყოფი უწოდა და სინანული გამოხატა მისი ხვედრის გამო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯღუნა წიკლაურმა და გიორგი ფიცხელაურმა თითო მანეთი შესწირეს სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო ზაგაშვილმა 70 კაპიკი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა წიკლაურმა 1 მანეთი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლახა გელიაიძემ და ნანა ქუქიშვილმა 50-50 კაპიკი შესწირეს სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ წიკლაურმა 50 კაპიკი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუგუა ზაგაშვილმა 60 კაპიკი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ფიცხელაურმა 1 მანეთი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.