რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის 97. 98 მანეთი დახარჯა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დაინიშნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური , სწავლა 6 სექტემბერს დაიწყო და 30 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 180 სასწავლო დღე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლას (მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური) წიგნების, ინვენტარისა და სასწავლო ნივთებიდან არაფერი შეუძენია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური სავალდებულო საგნებთან ერთად საღვთო სჯულსა და საქართველოს ისტორიასაც ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმასაზოგადოებამ გომარეთის სკოლაზე, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური, 722. 04 მანეთი დახარჯა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრება გაიმართა. კრების თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს, მდივნად – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ წესდების მიხედვით კრება კანონიერი იყო, მაგრამ ბევრი რწმუნებული არ გამოცხადდა. იგი საჭიროდ მიიჩნევდა კრების გადადებას. ამ იდეას თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძეც დაეთანხმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სენაკის წარმომადგენელი ე. შენგელია შეეწინააღმდეგა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოსაზრებას კრების გადადების შესახებ. მას სურდა, იმ დღესვე განეხილათ დაგეგმილი საკითხები, რადგან რაიონებიდან ჩამოსული დელეგატებისთვის მოუხერხებელი იყო კრების გადადება.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ე. შენგელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებისთვის შეკრებილმა საზოგადოებამ სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. დრო ტყუილად რომ არ დაეკარგათ, სხდომაზე საზოგადოების წიგნსაცავიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გაცემის საკითხი მაინც განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში, სარევიზიო კომისიის მოხსენება, 1920 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და საზოგადოების ახალი წესდება განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნა გამგეობის წევრების მიერ თავიანთი თავისთვის დანიშნული ხელფასების შესახებ სიმართლე არ იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის საზოგადო კრების დადგენილების თანახმად გამგეობამ სტილისტ-ხელმძღვანელის, გამომცემლობის საქმეთა გამგის, ხაზინადრისა და კორექტორის თანამდებობების დაარსება გადაწყვიტა. ამისთვის ნახევარი მილიონი გამოყო და თანამდებობებზე გამგეობის წევრები დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელ კომისიებში გამგეობის წევრებიც მუშაობდნენ და დროებითი ხასიათის შრომის ჯილდოს ღებულობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნა სკოლებში ბიბლიოთეკებისა და განყოფილებების უმოქმედობის შესახებ სიმართლე არა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სკოლები თავიანთი ინვენტარით და ზოგიერთი ბიბლიოთეკაც იმ პირობით, რომ მოქმედება არ შეეწყვიტათ ერობებს გადაეცა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწაროებელ გრიგოლ ყიფშიძეს გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.