რეგისტრირებული ფაქტები88112
სორტირება თარიღი მზარდობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის მიერ ბათუმში ჩატარებული კონცერტის ანგარიში განიხილეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 16 დეკემბერს პეტერბურგში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა გამართეს კავკასიური საღამო, რომლის მესამე განყოფილებაშიც წარმოადგინეს ცოცხალი სურათები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 18 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძეს გადაეცა მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ 3 ეგზემპლარის საფასური 27 მანეთი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 23 დეკემბერს ლეონტი კიკნაძემ და მისმა თანამზრახველებმა ბიჭია კიკნაძე მოკლეს.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს გიორგი საძაგლიშვილი სინოდის ობერ-პროკურორის ბრძანებით თელავიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენის პედაგოგად გადმოიყვანეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს კ. ნოდიამ თავის სავაჭროსთან პატარა სამკითხველო გახსნა, რომელიც 1894 წელს ლავრენტი ტუღუშის სტამბასთან არსებულ სამკითხველოს შეუერთდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ჩიჩილაკი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ხმალი წარწერით: „ასლამაზ მამასახლისი“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ საზოგადოებას მუზეუმისთვის ვაკისჯვარში, წმინდა გიორგის მონასტრის ნანგრევებში, ნაპოვნი დოქი გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ილია კობაიძემ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ოსმალური კაჟიანი თოფი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, მართა მესხიშვილმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თასი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ელისაბედ გრიგოლის ასულმა საგინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ვერცხლის სამაჯური აყიყის თვლებით.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, დარია სოლოღაშვილმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა სპილენძის სინი, ვერცხლის ყანწი და ხის კულა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ნიკოლოზ ალექსის ძე მესხიევმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა დოქი, ჯამი და აბასთუმანში ნაპოვნი კოჭობი და ქოთანი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიას მოთხოვნილი ცნობები და საბუთები წარუდგინა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს სარევიზიო კომისიას „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ანგარიშის შემოწმება არ დასჭირდა, რადგან ანგარიშს პერიოდულად იაკობ გოგებაშვილი ადევნებდა თვალყურს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო მაცხოვრის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ გადასცა.
1891
ტიპი: მფლობელობა
1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ფილიპე გურულმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თოფის ლულის ნაჭერი.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების კომისიის თავმჯდომარე იყო, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი – კომისიის წევრები.

