რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისის სხდომაზე თბილისის ვერის რაიონის წითელი გვარდიის შტაბმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა გაეწია მთავარ შტაბთან ცხინვალში გაციებული და ლოგინად მყოფი წითელგვარდიელი ეგია ადამიასთვის 400 რუბლით დახხმარების შესახებ. მას ძალიან უჭირდა და ნივთებს ყიდდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივნისს შრომის სამინისტრო წითელი გვარდიის შტაბს „პატფინდერის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ნიკიტა აკოფოვზე ყაზბეგში გასამგზავრებელ ნებართვას სთხოვდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივნისს გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინი დაინიშნა თბილისის ფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისს ბერლინის საპოლიციო განყოფილებიდან ბერლინის კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფონ ბონინმა გასცა მოწმობა აკაკი ჩხენკელის სახელზე, რომელიც ცხოვრობდა უნთერ დენ ლინდენის N 1-ში. მსგავსი მოწმობა ეძლეოდა მტრული სახელმწიფოების ქვეშევრდომ ყველა მამრობითი და მდედრობითი სქესის მოქალაქეს 15 წლის ასაკიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისს ბერლინის პროისენის კომენდატურა ათავისუფლებს აკაკი ჩხენკელს მტრული სახელმწიფოს წევრისათვის გაცემული დოკუმენტით წარმოშობილი ვალდებულებისაგან. დოკუმენტს ხელს აწერს ბურგერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე სასკოლო სექციის წევრად აირჩიეს სამსონ იოთამის ძე გამყრელიძე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: აგრაფინა ივლიანეს ასული კერზაია, ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი და ნინო ნოდია.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე საზოგადოების ახალ წევრად მოსე მიხეილის ძე ბახტაძის ნაცვლად აირჩიეს ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივნისს არისტრახო კალანდარიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე დაადგინეს წესები ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ბიბლიოთეკების სექციის თავმჯდომარემ, მიხეილ თათარიშვილმა წარადგინა ცნობები სენაკის სხვადასხვა სოფელში მდებარე ბიბლიოთეკების შესახებ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 2 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური საზოგადო კრება, რომელზეც პატივი მიაგეს გარდაცვლილ საზოგადო მოღვაწეების გიორგი ზდანოვიჩის, ბესარიონ მხეიძის, ნიკოლოზ ჯიჯიხიასა და კიტა აბაშიძის ხსოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში სტამბოლში გაემგზავრა მთიელთა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბამბატოვი, წევრები – კანტემიროვი და მიქაელ ხალილოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში თბილისში ჩამოსული სამხედრო დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფრიდრიხ ფონ კრესი, 25 ოფიცრისგან შედგებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

