საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88112

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წელს ხაშურში პარლამენტის წევრი რ. ზორიანი მილიციამ საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციისთვის შეიპყრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ კონსერატორიაში კამერული საღამო გამართა ვოლტერ ლევიცკისა და მუსიკალური კვარტეტის მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოფელ ალის მახლობლად დაბანაკებული სამხედრო ნაწილის უფროსმა, პოლკოვნიკმა შენგელიამ ალექსანდრე სულხანიშვილი 12 კაცის თანხლებით რუსი ჯარისკაცების ადგილსამყოფლის გასარკვევად გაუშვა. გზაში შეტაკება მოხდა. ქართველებიდან იბრძოდნენ ალექსანდრე სულხანიშვილი, გუნცაძე და კიდევ ერთი ჯარისკაცი. ბრძოლიდან გაქცეულ ჯარისკაცებს შენგელიამ საყვედური გამოუცხადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი მე-2 დივიზიის უფროსად დანიშნა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მე-2 ქართული დივიზიის უფროსი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წელს მთავრობამ დავით ჭავჭავაძეს ცხენოსანი ჯარის შექმნა სთხოვა, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა. ალექსანდრე სულხანიშვილის ცნობით, ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბებისა და ჯარში მტკიცე დისციპლინის დამყარების უფლებას. მთავრობა ამ პირობებზე არ დათანხმდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს დევნილთა მოწყობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა ხალილ-ბეკ სულტანოვი ერევნის გუბერნიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს დევნილთა მოწყობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა რახიმ ბეკ ტოპჩიევი ბაქოში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს განცხადების თანახმად თამარა ზაქარეს ძე ჩერკეზოვა დაინიშნა სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს კანცელარიის მოხელედ. მის მოვალეობას წარმოადგენს საქმეთა მწარმოებლის დახმარება და დამატებით ხელფასთან ერთად ჯილდოვდება თქვეში 100 რუბლით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თამარა ზაქარეს ძე ჩერკეზოვა მუშაობდა ამიერკავკასიის სამმართველოში საქმეთმწარმოებლის დამხმარედ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შალვა გიორგის ძე რამიშვილი მზრუნველობის სამინისტროში სავაჭრო განყოფილების დირექტორი იყო და მისი ხელფასი 11. 500 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე სტეფანეს ძე მელიქოვი ზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილების დანაწილების ხელმძღვანელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანდრო ივანეს ძე კალანდაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვინცესი ბერნის ძე კაჟინსკის მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა კანცელარიის უფროსის თანამდებობა, მისი ხელფასი შეადგენდა 7.050 რუბლს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანა იაკოვლევის ას. სააკიანს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა საქმეთა მმართველის თანამდებობა, მისი ხელფასი შეადგენდა 4.880.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნატალია დიმისტრის ას. ნიქოძესა და მერია დიმიტრის ას. ქვლივიძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავათ რეგისტრატორის თანამდებობა, მათი ხელფასი იყო 2980 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალენტინა ნიკოლოზის ას. ტორანსკაიას მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა მემანქანის თანამდებობა, მისი ხელფასი შეადგენდა 2680.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლაი ვლადისლავის ძე ლინდორფი იყო მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში მთვლელი, სტატისტიკოსი, მისი ხელფასი შეადგენდა 2875.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლაი ნიკოლოზის ძე მერკულოვი მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში იყო მეორე განყოფილების მთვლელი. მისი ხელფასი შეადგენდა 4500 რუბლს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე გვენიტაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა მესამე განყოფილების მთვლელის თანამდებობა. მისი ხელფასი შეადგენდა 3990 რუბლს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე გ. ნერსესოვს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა ფაქტურისტის თანამდებობა, მისი ხელფასი იყო 2980 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზახარია აბრამის ძე ედელსონს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა სტატისტიკოსის თანამდებობა, მისი ხელფასი იყო 4880 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბესარიონ იასონის ძე ცეცხლაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა უფროსი ექსპედიტორის თანამდებობა, მისი ხელფასი იყო 7500 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია სიმონის ძე ინაშვილსა და აკაკი ვასილის ძე რატიანს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავათ ექსპედიტორის თანამდებობა, მათი ხელფასი იყო 5875 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი იაკოვლევის ძე სულაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა ექსპედიტორის დამხმარის თანამდებობა, მისი ხელფასი იყო 4500 რუბლი.