საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძეს გერმანიის საზღვართან ბრძოლის დროს 18 ჭრილობა მიაყენეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე მოსკოვის ქართველთა ლაზარეთში მკურნალობდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დიმიტრი ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავი I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტს ია კარგარეთელს თბილისის ახალ კლუბში კონცერტი უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბარბარე სულხანიშვილის სტატია „სასიხარულო ფიქრები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა შალვა გომართელის სტატია ალექსანდრე პავლიაშვილის შესახებ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ალექსანდრე პავლიაშვილი უფასოდ მოათავსა საავადმყოფოში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძე ქართველ მოღვაწეთა აგარაკის მშენებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სცენისმოყვარე ალექსანდრე პავლიაშვილი სიკვდილს ებრძოდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე აბაშელი სოხუმში შანშიევის აგარაკში დაბინავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა დადიანი ავადმყოფობის გამო შემოდგომამდე სცენაზე ვეღარ დადგებოდა, ამ პერიოდში იგი მხოლოდ სალიტერატურო საქმებით უნდა დაკავებულიყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ადგილობრივმა ვაჭარმა, ბანკის დირექტორმა მელიტონ გაჩეჩილაძემ ზესტაფონის გადამწვარი თეატრის აღსადგენად 400 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილისამ ქუთაისის თეატრის ასაშენებლად 1000 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ ქალთა ერთმა ჯგუფმა ნინო ყიფიანის თაოსნობით გადაწყვიტა, სასადილო გაეხსნა და მისი შემოსავალი ქართული კულტურის მოღვაწეთა საზოგადოებისთვის გადაეცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ბეჟაშვილმა რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად მანეთი გაუგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. სერგოშვილმა, გ. კობიძემ და კ. ქავთარაძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 3-3 მანეთი გაუგზავნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. ჭელიძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 2 მანეთი გაუგზავნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე ჯარისკაცი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტს ქუთაისში, კინოდარბაზ „რადიუმში“, აკაკი ფაღავამ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს კულტურა მე-12 საუკუნეში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტს ქუთაისში, ელექტროთეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე გარსევანიშვილმა წაიკითხა ლექცია „ფინური ლიტერატურა და პრესა 19 ს-ში, როგორც ამ ქვეყნის კულტურის დამახასიათებელი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძისა და მასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების დაბრუნება სთხოვეს. მათ მთავარი გამგეობის არგუმენტები ანდერძის სასამართლოში ვერ დამტკიცების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა მიმართეს კითხვით: საჭირო იყო თუ არა საზოგადო კრების მინდობილობა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძის ცხინვალის განყოფილების სახელით სასამართლოში წარსადგენად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გერგეთის, საგურამოს, ატენის, წინარეხის, ვარიანის, ბორჩალოს, აკურთის, გომარეთის, ყალამშიის, შრომის, ნავთლუღის, ვერისა და ხობის სკოლებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა. ოქმს ხელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი აწერდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მარტყოფის, აბედათის, ქვიანის, ხობის, ქვალონის, ონტოფოს, განმუხურის, უდის, ახალციხისა და გორდის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.