რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითი განყოფილების წევრები ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ე. ვ. Ჩემესოვი, ე. ი. ოვსიანიკოვი და დ. ე. Ჩერნიკი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს იოსებ მონადირაშვილის ქალთა და ვაჟთა ხორო ქაშვეთიდან კალოუბნის ეკლესიაში გადავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 ოქტომბერს დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩენო კომისიის კანცელარიაში დასაქმება ითხოვა მიხეილ გიორგის ძე დედაბრიშვილმა, ქ. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც 1 წელი და 5 თვე საერობო კავშირში (რუსეთში) საქმის მწარმოებლად და მოანგარიშედ მსახურობდა.
1800
ტიპი: ღონისძიება
1800 წლის 27 დეკემბერს მეფე გიორგიმ გენერალ ივანე ლაზარევს სთხოვა, იმპერატორ პავლესთვის გადაეცა, რომ ოჯახსა და ტახტს მის იმედად ტოვებდა.
1828
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1828 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ოქტომბერს მარო მაყაშვილი ქუთაისში გიმნასტიკის შეჯიბრებაზე დასასწრებად გაემგზავრა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში ნატო გაბუნია-ცაგარლის, ტასო აბაშიძისა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ბებრის საღერღელი“.

