საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ივნისს ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს მისწერა, რომ მის მიერ თარგმნილი იგავ-არაკების გამოსაცემად საჭირო თანხას ხელისმომწერთა დახმარებით შეაგროვებდა, რადგან ქართული წიგნის მბეჭდავმა საზოგადოებამ ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაფიელ ერისთავს ივან კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის ჰონორარი მისცეს და იგავების დაბეჭდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი სტიპენდიატისთვის ცუდი მოსწრების გამო სტიპენდია მოეხსნათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის გაფართოების შესახებ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის უნდა ეცნობებინათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კურსშესრულებულებს“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ, გიორგი თუმანიშვილმა და პეტრე უმიკაშვილმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებული გამოსაცემად მოამზადეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სურებში სკოლის გასახსნელად ფინანსური დახმარების თხოვნის წერილი გაუგზავნა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ანტონ ნაკაშიძე გურიის სკოლების მზრუნველი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-ელ აპრილს პეტრე უმიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა ეკატერინე ზაალის ასული ორბელიანის რამდენიმე წერილის ასლი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 24 აპრილს სილოვან თომას ძე ხუნდაძემ გაზეთ „კვალში“ დაბეჭდა კრიტიკული რეცენზია „მკითხველის შენიშვნები“ ილია ჭავჭავაძის პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-ელ მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მუზეუმის შენობის ასაგებად პროექტის შეკვეთის საკითხი და ამისათვის 150 მანეთი გამოყეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 21 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გიორგი თარხნიშვილს შეატყობინა, რომ მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე საფუძვლიანად შეესწავლა საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, 2000 მანეთის ოდენობის სესხი მიეცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ ილია ჭავჭავაძეს მოურავად მუშაობის დასაწყებად დახმარება სთხოვა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძეს ელისაბედ ხათაძემ შეატყობინა, რომ მისი შვილი საცხენეთის სასწავლებელში მოეწყო და გზის ხარჯის დასაფარად ფინანსური დახმარება სთხოვა.

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ფოსტა-ტელეგრაფიის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად კვანტალიანის დაინიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის მარტის ბოლოს ოზურგეთში კ. ოცხანელის ხელმოწერით გამოვიდა კონსტანტინე თავართქილაძის მიერ შედგენილი კრებული „სოინარი“, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ელეგია“, „გუთნისდედა“ და „ქართვლის დედას“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიიღო მოსე თოიძის წერილი. ის სთხოვდა ფულად დახმარებას ქართველ ისტორიულ პირთა – თამარ მეფის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ქეთევან დედოფლის ლითოგრაფიული პორტრეტების გამოსაცემად. გამოცემა ხორციელდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილი გაუგზავნა ოთხპროცენტიანი გირავნობის ფურცლების გამოსაშვებად ნებართვის მისაღებად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 5 თებერვალს ანდრია გრიგოლის ძე ნადირაძემ ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძეს მოსკოვში გაუგზავნა წერილი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ქართლში მოგზაურობა იყო აღწერილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის დასასრული „ტფილისი, 29 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურობის კრებაზე საშუალო სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად შექმნილ კომისიაში აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს დადგენილება გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.