საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) ფსევდონიმით სელოს ძმა გამოქვეყნებული სტატია „საუბარი ქალიშვილებთან“ ეხება ქალთა უფლებებსა და მათ მონურ მდგომარეობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 4 შალვა ჩაჩიბაიამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალები და კოოპერაცია“. ავტორი განიხილავს ქალის ადგილს საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი და აჩრდილი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) დაიბეჭდა ოლია ბუაჩიძის ნოველა „პროსტიტუტკის ხვედრი“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 თებერვალს მარგალიტა გიგინეიშვილი დამტკიცდა არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ ნიკოლაიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქონებათა, საფინანსო და სასკოლო სექციებს დაევალათ შუამდგომლობის მომზადება ამიერკავკასიის კომისარიატთან გიმნაზიის დახმარების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა გიორგი ლასხიშვილის გადაწყვეტილებით გადაიდო 7 თებერვლისათვის, ვინაიდან სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების ფრაქციამ პარტიული კონფერენციის გამო, ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ იგი წავიდოდა გორის მაზრაში, იქ გამეფებული ანარქიის გამო. გუბერნიის კომისარმა შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოითხოვა მაზრაში ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის დანიშვნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, კოტე აფხაზი, შალვა ამირეჯიბი, იოსებ გედევანიშვილი, კოტე მაყაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, იესე ბარათაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, რევაზ გაბაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების კონფერენცია პარალელურად მიმდინარეობდა და ვერ მოახერხებდნენ დასწრებას, სხდომა 7 თებერვლისათვის უნდა გადადებულიყო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 თებერვალს ქ. ელიზავეტპოლისა და ს. ზურნაბათის გზაზე ვერაგულად დახოცეს ზურნაბათის შავი ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი სადგურის ბეითლები: ალექსანდრე ივანეს ძე სილვანოვი და გიორგი გრიგოლის ძე ჟერნოკოვი, აგრეთვე სადგურის მეეტლე სილიბისტრო ხარჩენკო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საფინანსო სექციას წერილი გაუგზავნა რეჯებ ბეგ ნიჟარაძისათვის ყოველთვიურად 500 მანეთის დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 თებერვალს იესე ნებაძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელშიც ის სოფელ ღრელში ქართული სკოლის გახსნას ითხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უმაღლესი განათლების მქონე მარგალიტა სტეფანეს ასული გაბილია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავარი ინსტრუქტორის, ბ. თავზაიას და მისი მოადგილის,ტიტე მარგველაშვილის მოწოდება ერობის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა გადაეცეს ძალაუფლება მაზრებსა და სოფლებში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის თებერვალში ქ. შუშის სამხარეო კომისარმა ვართაპედოვმა ფინანსთა საქმის კომისარიატს სამხედროების ურთულესი ყოფის შესახებ ტელეგრამა გაუგზავნა..

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის თებერვალში ფინანსთა საქმის კომისარიატმა უპასუხა ქ. შუშის სამხარეო კომისარ ვართაპედოვის ტელეგრამას ჯარისკაცთა საჭმლის ფულის ჩარიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში არდაგანის ოლქის საგამოძებო განყოფილების ხელმძღვანელი ქსენოფონტ იოსების ძე ხარაიძე იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი თებერვლიდან ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ქუტირის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ფორმულიარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის თებერვალში ვლადიკავკაზში, სასტუმრო „ევროპაში“, ვერაგულად მოკლეს თბილისის საგუბერნიო გამგეობის წევრი, აგრონომი გიორგი დალაქიშვილი, რომელიც ამიერკავკასიისათვის პურის შესაძენად იყო გაგზავნილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლის დამხმარე ხაჩატურ შახბაგოვი იმავე თანამდებობაზე დაინიშნა შულავერში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე განყოფილების დამხმარე ისმაილ ივანეს ძე ხურამოვიჩი და მეოთხე განყოფილების მოსამართლის დამხმარე ანდრია თომას ძე ნოვაცკი ელიზავეტოპოლის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.