რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს მარო მაყაშვილი დაესწრო წარმოდგენას „მარგარიტა გოტიე" ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი; საბჭოს მდივანი – დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას დასამტკიცებლად წარუდგინა დღის წესრიგი: 1. შემოსული კანონპროექტების სათანადო კომისიებისათვის გადაცემა, 2. ჯაშუშობის საქმეთა კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, 3. სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა, 4. ეროვნული საბჭოს რეგლამენტის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი ქალაქგარეთ მდებარე მამულებზე ნასყიდობის, ან საკუთრების უფლების შეზღუდვის აქტების შედგენის შესახებ, გადაეცა აგრარულ და იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საგამოძიებო ნაწილის შეცვლის შესახებ კანონი გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ყოფილი საეკლესიო სამრევლო სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირით დაკმაყოფილების კანონპროექტი გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ქუთაისის გუბერნიის მე-3 და მე-4 რაიონების ყოფილ საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა დღიური ჯამაგირის დაკმაყოფილების კანონპროექტი გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) თელავის პროფესიონალური სკოლის დახმარების კანონპროექტი განათლებისა და საფინანსო კომისიებს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მიიღეს კანონპროექტი ჯაშუშობის საქმეთა კომისიის გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს კანონი სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
ბათუმის სავაჭრო პორტის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა უპასუხა გემ „ეკატერინე დიდის“ კაპიტანს, კონსტანტინე ჩუბინოვს 1918 წლის 27 ივნისის თხოვნაზე – გადაეცათ 14 ივნისს გაცემული გემ „ეკატერინე დიდის“ შემოწმების აქტის ასლი სასამართლოში გასასაჩივრებლად წარსადგენად – რომ აქტის ასლი მხოლოდ სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივნისს რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროს საქმეთა კომისარი ევგენი პეტრეს ძე გეგჭკორი თბილისის ტიპოგრაფიული დაწესებულებების მფლობელთა და ბეჭვდითი საქმის მშრომელების საქმის განმხილველ სხდომას თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას ,,გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ" ხელს ხაჩატუროვი აწერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს მარტიროსოვმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიიღეს და გაფიცვის დღეებში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურებას ეხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას ,,გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ" ხელს მაჩკოვსკი აწერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას ,,გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ" ხელს ბიხოვი აწერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას ,,გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ" ხელს ბოლქვაძე აწერდა.

