რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 თებერვალს ორპირის ქუჩაზე, საკუთარ სახლში რევოლვერით თავი მოიკლა პორუჩიკმა კოსტა ხურცილავამ. მიზეზი უცნობია.
1918
ტიპი: თანამდებობა
ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქონებათა სექციის წევრს, პეტრე ქავთარაძეს გაუგზავნა წერილი, მას და მამულების მოურავ პეტრე მამრაძეს ქუთაისში გამგზავრებას სთხოვდა ქონების მისაღებად, რომელიც ეროვნული საბჭოსთვის უნდა გადაეცათ ქუთაისის თავადაზნაურობისაგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი ფინანსური დახმარების შესახებ. ისინი ითხოვდნენ, ეროვნულ საბჭოს ავანსად გადაეცა 600 თუმანი საზოგადოების წევრის, დიმიტრი თულაშვილისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს, კავკასიის ფრონტისა და არმიის გაუქმების შემდეგ ილია ოდიშელიძემ ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 თებერვალს ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ თელავში, ისევე როგორც სხვა დაბა-ქალაქებში, შიმშილობა დაიწყო, მასთან ბრძოლა სასურსათო კომიტეტებმა იკისრეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქისთავმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა მდიდრებს მოწოდებით ღარიბების დახმარების შესახებ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიკარგა ჯარისკაცი ბარნაბა დათას ძე გვახარია, რომელიც მოქმედ ლაშქარში – კავკასიის მე-18 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვალს გაიმართა თიანეთის საზოგადოების კრება ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა მეთაურობით. მოხსენება გააკეთეს მაზრის კომისარმა ლაცაბიძემ და სახ. მილიციის ინსტრუქტორმა წივწივაძემ.
1918
ტიპი: თანამდებობა
მუშათა და გლეხთა საბჭომ 1918 წლის 24 თებერვლის სხდომაზე გადაწყვიტა, მობილიზაციის განსახორციელებლად პარტიების, საბჭოს და ქალაქის წარმომადგენლებისგან შეექმნათ კოლეგია, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. კორძაია.

