რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროს მთის განვითარების განყოფილებამ მოქალაქე კრახმალაევს პირადი მოხმარებისთვის ტექნიკა გადასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მაისს ვეჰიბ-მეჰმედიმ აკაკი ჩხენკელს მადლობის წერილი გაუგზავნა ბათუმში თურქი ტყვეების დასაცავად გენერალ ნაზარბეგოვის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. დოკუმენტს ხელს აწერს ვეჰიბ-მეჰმედი, სისწორეს ადასტურებს სონოზი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებას სწერდა, რომ ფასიანი ქაღალდები მხოლოდ სამინისტროს საქმისმწარმოებლის – ი. ა. გოლდმანის (შემცვლელები შეიძლება ყოფილიყვნენ ტარასი გრიგორის ძე აბაშიძე ან ნ. გ. ახმეტელოვა) ხელმოწერით იქნებოდა ძალაში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 10 მაისს ვლადიმერ დალაქიშვილმა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიის პედაგოგიურ საბჭოს შვილისთვის ავადმყოფობის გამო გამოცდების გადადება სთხოვა.
1918
ტიპი: განათლება
1918-1919 სასწავლო წელს თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში სწავლობდნენ: ვიქტორია ჩერნოცკი, ანა სმოლკო, სოფო ვიშნევსკაია, ედმუნდ კიუნე, სუსანა სტეფანოვა, მარია ზამბარჟიცკაია, ადელაიდა გოკიელოვა, სოფიო ბეზირგანოვა, იადვიგა ვილკევიჩი, ემე ჟურდენი, ოლგა ნავრატილო, ნადია სნკოვსკაია, ალექსანდრა ვერხახუცკაია, იანინა პეხოვსკაია, სოფო ვენიკოვსკაია, მაია იოკატისი, მარია ნაროუშვილი, ანა ჯიმშეროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილი ლექსიკონი გადასათვალიერებლად პროფესორ ივანე ჯავახიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომისიის წევრს, ბარნაბა პაპავას დაევალა ქართველი ტყვეების დახსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ბარნაბა პაპავა და ოფიცერი კაიზერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოირკვა, რომ ახალქალაქში სომხებმა ააწიოკეს ქართველი მაჰმადიანები. გაანადგურეს მამედ ალი ბეგ ფალავანდიშვილის სოფელი, დაატყვევეს ის ოჯახთან ერთად და წაიღეს 2 მილიონის ღირებულების ოქროულობა. ახალქალაქის ქართულ საბჭოს დაევალა დატყვევებულთა გათავისუფლება და გატაცებული ქონების დაბრუნება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ დააყენა საკითხი ქუთაისის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს ლიკვიდაციის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა სექციის გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი; სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს პეტრე ქავთარაძის მოხსენება მისი და მამულების მოურავის პეტრე მამრაძის ქუთაისში თავადაზნაურობის ქონების ჩასაბარებლად წასვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ განმარტა, რომ თავადაზნაურების ქონების ჩაბარება იმ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგანაც ქუთაისის გუბერნიის მარშალი – დავით ნიჟარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა და გარდა ამისა, არ იყო შედგენილი ქონების სია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით ქუთაისის გუბერნიის მარშალს, დავით ნიჟარაძეს გაეგზავნა შეკითხვა, თუ როდისთვის იქნებოდა მზად ქონებათა სიები ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელთათვის გადასაცემად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისში გამგზავრება სათავადაზნაურო ქონების მისაღებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისის სადეპუტატოს საკრებულოს ლიკვიდაცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია. თბილისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია შედგა, ხოლო ქუთაისის სიის შედგენა დაევალა გიორგი ლასხიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავას დაევალა კახეთის რკინიგზის გამგეობისთვის სამ მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკების წარმოება მთავრობის პირებთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს პოლკოვნიკ სამსონ ასათიანის მიერ ფრონტიდან გამოტანილი სამხედრო ქონების დაცვის ორგანიზაციის მოწყობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის იურისკონსულის, გიორგი ქოქაშვილის თხოვნა თებერვლის ხელფასის მიცემის შესახებ და დაადგინეს მისთვის მოთხოვნილი ანაზღაურების გადაცემის საკითხი.

