საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92416

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს და უარყვეს ყოფილი თავადაზნაურობის პენსიონერის, სოლომონ ჯავროვის თხოვნა პენსიის მომატების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი ბაქრაძის მოხსენება ზურნაბადის სადგურის გადმოტანის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა სექციის გამგე გიორგი გვაზავა, სექციის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ციციშვილის განხადება მისი მამულის „ბეთანიის“ შესახებ, რომლითაც იგი თხოულობს, რომ შუამდგომლობა გაეწიოს სამიწადმოქმედო სამინისტროს წინაშე, რათა მამული ცნობილ იქნას კულტურულ მეურნეობად. კრების დადგენილებით ქონებათა გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა მიწათმოქმედების მინისტრთან მოლაპარაკება აღნიშნული საკითხის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: სექციის გამგე გიორგი გვაზავა; წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი; მდივანი, ილია ზურაბიშვილი; კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე მოისმინეს კახეთის საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობა, რომ მისი საჭიროებისათვის შეძენილ იქნას ერთი ტვირთმზიდავი ავტომობილი. კრების თანხმობით, სამეურნეო სექციას ეთხოვა აღნიშნული ტვირთმზიდავის შეძენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: სექციის გამგე გიორგი გვაზავა; წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი; მდივანი, ილია ზურაბიშვილი; კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე დაადგინეს: 1. გავრცელებულ იქნას მთავრობის დეკრეტი ხელფასის ნორმების შესახებ კახეთის რკინიგზაზე 1 აპრილიდან; 2. კახეთის რკინიგზის გამგეობის მიერ მთავრობის წინაშე აღძრულ იქნას შუამდგომლობა სამ მილიონიანი დახმარების, ან სესხის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამხედრო გიმნაზიის (ყოფილი კადეტთა კორპუსის) წერილი სტიპენდიატების, მიკლაშევსკისა და ბილევის, უზრუნველყოფის შესახებ. კრებას ასევე აუწყეს, რომ ყოფილ კადეტთა კორპუსში ქართლ-კახეთის თავადაზნაურობამ დააარსა ორი სტიპენდია. კრების გადაწყვეტილებით, სტიპენდიების 1918 წლის მეორე ნახევარი გიმნაზიის სალაროში შეიტანეს, სამხედრო გიმნაზიას კი საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აცნობეს. ქონებათა სექციის გამგე – გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქალაქ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მოსამსახურეთათვის ხელფასის გაზრდის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე (თავმჯდომარე გიორგი გვაზავა) განიხილეს აზოვ-დონის ბანკის ცნობა 1918 წლის 1-ელი აპრილიდან კახეთის რკინიგზის აქციების დაგირავებით გამოტანილი სესხის 9%-მდე გაძვირების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აპრილს თბილისში გაცემულია მინდობილობა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ კაპიტან როზენზე, რომელიც არის პეტროგრადში გაგზავნილი შვედეთის სამეფო დელეგატი, რათა მან გამართოს მოლაპარაკებები შვედეთში ოქროს ობლიგაციებთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აპრილს თბილისში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკება რადიოტელეგრაფის სადგურის შეძენასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აპრილს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკებები გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებებთან ამიერკავკასიის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 აპრილს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს მისიის დელეგატს, კაპიტან როზენს სწერენ წერილს, რათა მან მიაწოდოს ინფორმაცია თავის ხელისუფლებას ამიერკავკასიის რესპუბლიკის შესახებ და სთხოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 აპრილს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პროფესორ შროდერს სთხოვენ, გადასცეს გერმანიის მთავრობას მათ მიერ გაგზავნილი წერილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშამ გამიდ-ბეისადმი მიწერილ ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარ არის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ ჰკითხა ვეჰიბ-ფაშას, შეიძლებოდა თუ არა დეპეშა ოფიციალურ დოკუმენტად ყოფილიყო აღიარებული? რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუკი დეპეშას მოჰყვება წერილობითი დოკუმენტიც, იგი ოფიციალურ საბუთად ჩაითვლება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშა ატყობინებს გამიდ ბეის, აკაკი ჩხენკელის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ დატოვებს დატყვევებულ ოფიცრებს ბათუმში, ჯარისკაცებს კი გაგზავნის ტრაპიზონში, რათა ხელშეკრულების დადების შემდეგ დააბრუნოს უკან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: საომარი მოქმედებების გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, რის გამოც განწირულია საშიმშილოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.