რეგისტრირებული ფაქტები80965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოება გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა ლატარეის გასამართად თანხის გამოყოფის შესახებ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის აპრილის დასაწყისში ალექსი წერეთელმა, თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცეკონსულმა, მეუღლის, მარინა უსპენსკაიას ხელით ილია ჭავჭავაძეს ბარათი გაუგზავნა. წერეთელი ილიას რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში პეტერბურგისთვის ტელეგრამით ინფორმაციის გაგზავნას სთხოვდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 11 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ყოფნის გამო დიმიტრი სტაროსელსკის დაკრძელვას ვერ დაესწრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძის თბილისში არყოფნის გამო დაგვიანებით გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის ხელმოკლე მოსწავლეთა შემწეობისთვის მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და აირჩიეს კომისიაში, რომელსაც ევალებოდა შეემუშავებინა სათავადაზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე, რომელიც პირველ ივნისს გაიმართებოდა რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები მიიპატიჟა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა თბილისის საადგილმამულო- სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაეტოვებინათ მამებისთვის თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ციფრებით აჩვენა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ 60-70 ათასი მანეთის ზარალი არაფერი იყო 350 000 მანეთის მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 12 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების ანგარიში დაიბეჭდა, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.