რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს: ვერა ერმალოზის ძე ვეფხვაძემ, პლატონ ფოჩხუამ, კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძემ, დარია დეკანოზიშვილმა, იოსებ გიორგაძემ და ბიქტორ სესიას ძე კაპანაძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად აირჩიეს: გიორგი ბახტაძე, ფილიპე გლახუას ძე ლორია, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი, გიორგი ანტონის ძე ნინუა, უშანგი ელიავა, გიორგი ივანეს ძე უსეინაშვილი, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად აირჩიეს: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, კირილე იესეს ძე ნინიძე, ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე, ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე, ანსენ ანტონის ძე მამულაიშვილი, პორფირე სამსონის ძე წირქვაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე, პარმენ მიხეილის ძე კახიანი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, გიორგი იოსების ძე ცინცაძე და ალექსანდრე ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრება, რომელსაც. 104 ნამდვილი წევრი დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე, კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შალვა გიორგის ძე შარაშიძე აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე პროვოკატორობის გამო ანდრია სოლომონის ძე ღულაძის, კანონ ნიკოლოზის ძე ცინცაძისა და ევგენი ილარიონის ძე კოპალეიშვილის განყოფილების წევრთა სიიდან გარიცხვა გადაწყვიტეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად ემელიანე ანანიას ძე ლომთათიძე, კალენიკე საბას ძე ჯამბერიძე, ვარლამ ირაკლის ძე კალანდაძე, აბესალომ გიორგის ძე ბუკია და სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე, ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი, ზაქარია ალექსის ძე ყანჩაველი და ბესარიონ ქელბაქიანი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე რადიკალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულად შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ნაციონალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად თამარ ესტატეს ასული ჩიკვაიძე, ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველი და ელენე სიმონის ასული პავლიაშვილი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი, ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძე, დავით სოკრატის ძე სულიაშვილი და ვიქტორ ბაგრატის ძე ქავთარაძე აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე საზოგადოების უპარტიო რწმუნებულად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულებად აკაკი პაპავა, სეით ლუარსაბის ძე ძე იაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი და ერასტი ილარიონის ძე ტოროტაძე აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ესერებმა საზოგადოების რწმუნებულებად გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ნაციონალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულებად აირჩიეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, იულია აბელის ასული იაშვილი, დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი და გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატებად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე, მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, დავით დავითის ძე პარკაძე და ისიდორე ივანეს ძე სტურუა აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულებად გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და აკაკი გაბრიელის ძე შანიძე აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სხდომას ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული საბჭოს მდივნად მოეწვიათ ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი დავით ნახუცრიშვილი, სექციების გამგეებს დაევალათ გამგის თანაშემწეების არჩევა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომიტეტის საქმეთა მმართველს პავლე საყვარელიძეს დაევალა ეროვნული საბჭოს წიგნსაცავის პროექტის შედგენა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის გამგის თანაშემწეებად დაამტკიცეს ივანე გომართელი და მემედ აბაშიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, დავით ნახუცრიშვილი და პოლკოვნიკი ზაქარიაძე, ნაციონალურ საბჭოს შეუცვალეს სახელი და დაარქვეს საერთაშორისო ინტერნაციონალური საბჭო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამეურნეო სექციის წევრად დაინიშნა კონსტანტინე კანდელაკი.

