რეგისტრირებული ფაქტები91185
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს შალვა ნესტორის ძე ბერიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ალექსანდრე ბაგრატიონი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1944
ტიპი: ღონისძიება
1944 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ლეონიძე წერდა, რომ დაიწყო მუშაობა თეიმურაზ პირველის ლირიკის და პოემების ერთ წიგნად გამოსაცემად. ქშწკგ საზოგადოების წიგნთსაცავსა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში მოიპოვებოდა ორმოციოდე ხელნაწერი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ შეიცავდნენ პოეტის თხზულებებს. სამუშაო ჯუგფს სამი ხელნაწერი საკუთრებაში ჰქონდა. ქართულ ოჯახებში, თბილისსა თუ პროვინციებში უფრო მეტი მასალა იყო. წიგნის სრულყოფისთვის ჯგუფი მიმართავდა ყველას, ვისაც მოეპოვებოდა პოეტის თხზულებები, ეთხოვებინათ მცირე ხნით, რათა შეძლებოდათ ტექსტების შედარება. მისამართი: გაზეთი „მიწა“ და გაზეთი „საქართველო“, ან მლეთის შესახვევი N26, გიორგი ლეონიძეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, 21 აპრილს ქართული დრამატული დასი აკაკი წერეთლის თხზულება „კინტოს“ სამმოქმედებად წარმოადგენდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აპრილს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ვოდევილი „ბნელ ოთახში“ მარიამ საფაროვ-აბაშიძისას, ელენე ანდრონიკაშვილის, ნატალია ტარიელოვისას, დავით აწყურელის, კოტე მესხის და სხვ. მონაწილეობით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, რაფიელ ყაზბეგმა მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა შექმნა.
1815
ტიპი: თანამდებობა
1815-41 წლებში ეგნატე იესეს ძე გოგორიშვილი სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ახვლედიანი სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქისთავის მოადგილემ გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა საბჭოს მიერ არჩეული ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე მ. ა. სულიევი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოისმინა ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა შუამდგომლობა საწვიმრებით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის შესახებ და დაადგინა, რომ მისცემოდათ თითო საწვიმარი და თითო წყვილი ფეხსაცმელი. ამისთვის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) უნდა გადაეცა შრომის სამინისტროსთვის (მინისტრი გიორგი ერაძე).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საქმეთა გამგემ წაიკითხა მოხსენება სარევიზიო ფონდის აღდგენის შესახებ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას განკარგულებაში იყო. მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, სარევიზო ფონდის აღსადგენად 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მანეთი გადადებულიყო.
1953
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1953 წელს კომპოზიტორმა აკაკი კირილეს ძე ანდრიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წელს შალვა ილიას ძე აზმაიფარაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1943
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1943 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ბესარიონ მარკოზის ძე ჭანკოტაძე ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს პავლე ბესარიონის ძე თურმანიძე ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წელს ბესარიონ მარკოზის ძე ჭანკოტაძე ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წელს პავლე ბესარიონის ძე თურმანიძე ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

