საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, შიდა არეულობებისა და ჟლეტის გავლენით ფ. ფ. ვოსკრესენსკიმ თავი მოიკლა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქუთაისის დრამატიული საზოგადოების გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი პავლე უზნაძე დაესწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელიც ეროვნულ-ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა, აირჩიეს პრეზიდიუმი – თავმჯდომარე და მისი ხუთი მოადგილე, ხუთი მდივანი, ცხრა მდივანი საქმეების საწარმოებლად მოიწვიეს. სამანდატო კომისიის არჩევა ყრილობას მიენდო. ყრილობის დღის წესრიგი შემდეგი იყო: 1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას მოხსენება „თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი“, 2. კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზის მოხსენება „საქართველოს თავად-აზნაურობის ქონების მიღება და მოვლა-პატრონობა“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბერს ქ. თბილისში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაატარეს ეროვნული ყრილობა. ყრილობაზე ქალებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბრის ყრილობაზე ეროვნული საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ დასახელდა, გარდა მინადორა ტოროსელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და თან უკანდიდატოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ეროვნულ ყრილობაზე სოციალისტმა ცერცვაძემ კითხვით მიმართა ნოე ჟორდანიას, რატომ არ ჰყავდათ ქალებს თავიანთი წარმომადგენელი საბჭოში, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიაში ქალები ჰყავდათ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ნოემბერს მათე იანქოშვილი თბილისიდან უგზავნის მისალოც წერილს აკაკი ჩხენკელს საქართველოს ეროვნული საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით, რომელშიც ულოცავს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და საქართველოს გათავისუფლებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ქართველ ებრაელთა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად მოსე დავარაშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს კინტრიშის უბნის მცხოვრებლების თხოვნით კომისარიატმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ხოჯა ცივაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ ეროვნულ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ნიკიტა თალაკვაძე აირჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე დ. გ. აბხაზმა განაცხადა, რომ მის მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული საჭიროება ეკონომიკური საბჭოს შექმნისა სწორედ იმ სახით, როგორზეც ს. ფ. ზავალიშინი და ე. ი. დიატკინი საუბრობდნენ. შეკრებამ ერთხმად გამოიტანა დადგენილება: 1. მიესალმონ ამიერკავკასიის კომისარიატის, როგორც ერთიანი სახალხო ხელისუფლების, შექმნას; 2. ასეთი კომიტეტის შექმნა აუცილებელია რაიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების რეგულირებისთვის; 3. ეკონომიკურმა საბჭომ უნდა განიხილოს რაიონის სახალხო სამეურნეო საკითხები; 4 განისაზრვროს ის ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც შევლენ ეკონომიკურ საბჭოში: კავკასიის რაიონის საქარხნო კომიტეტი, ამიერკავკასიის კომიტეტი საწვავისთან დაკავშირებით, ბაქოს კომიტეტი საწვავთან დაკავშირებით, ამიერკავკასიის რკინიგზა, სამეურნეო სამმართველოები, გაერთიანებული ორგანიზაციები შრომის საკითხებთან დაკავშირებით, ნავთობწარმოების საბჭო, გეოლოგიური საბჭო, ამიერკავკასიის ტექნიკური ძალების საბჭო, ნავთობწარმოების მუშათა კავშირი, ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომელთა კავშირი, ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო კომიტეტი, ბაქოს ოლქის სამხედრო კომიტეტი, ამიერკავკასიის აგრონომიული ორგანიზაცია. 5. დაევალოს ეკონომიკურ საბჭოს თავად შეადგინოს ამიერკავკასიის კომისარიატის ეკონომიკური საბჭოს პროექტი. 6.აუცილებლად ჩაითვალოს ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტი ჩრდილოკავკასიასთან.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს მემანქანეებმა იაკობ კურგასოვმა, გიორგი ხუდადოვმა და დიმიტრი ტატუნაშვილმა დამატებით სამუშაო საათეებში მუშაობის ანაზღაურების მოთხოვნით ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს წერილით მიმართეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ხაშურის მუშათა დეპუტატთა საბჭომ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ივანე ბასილაშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ლანჩხუთის ქალაქის თვითმართელობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკოლოზ წილოსანი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს გორის საურთიერთო საზოგადოების კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ამიერკავკასიის კოოპერატივის ყრილობათა საბჭომ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენლები ევგენი დარჩია და ვლადიმიერ კორძაია დაესწრებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს მიხეილ საყვარელიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართველ სტუდენტთა საერთო კრებას 117 სტუდენტი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ ეროვნულ ყრილობაზე მათ წარმომადგენლად კონსტანტინე გამსახურდია აირჩია.