საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ვოზროჟდენიეს" გამომცემლობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი გიორგი ამირეჯიბი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ამიერკავკასიის ბანკის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები – იასონ ლორთქიფანიძე და დავით ხოშტარია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ფრანგ-ქართველთა კავშირმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად კანდიდატების წარდგენის აუცილებლობაზე. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს, სადავ აღნიშნავდა, რომ მისი მიზანია სტუდენტ-აგრონომთა სოფელთან დაახლოებისათვის ხელშეწყობა და გლეხური მეურნეობის შესწავლა. ასევე, მათი მოთხოვნა იყო ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის უფლება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო, დამფუძნებელი კრება ახლოვდება“ დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „მებრძოლი ქალის ტიპი“ ქალის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, რომელიც გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, ქალის მიერ საზოგადო მოღვაწეობისა და დედობის შეთავსების საკითხის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის ლექსი „ახალი ქალის სიყვარული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, პეტროგრადში ბოლშევიკურმა მთავრობამ ალექსანდრე კერენსკის მეუღლე ო. ა. კერენსკაია დააპატიმრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ლევ ტროცკიმ მოკავშირე სახელმწიფოების ელჩებს მიმართა წინადადებით, ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ომი და გამართულიყო საზავო მოლაპარაკება.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, დააპატიმრეს გ. პერეშკევიჩი, მისი ცოლი, თავადი უსუპოვი, სუმაროკოვი, ელსტონი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა რესპუბლიკის თავმჯდომარის, ავქსენტევის დაკავების ბრძანება გასცა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბოლშევიკები რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკატერინე ბრეშკოვსკაიას, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისში ჩამოიყვანეს მაძებარი პოლიციის უფროსი (ამჟამად პორუჩიკი) ჩემინავა, რომელიც გადაეცა ქუთაისის გარნიზონის უფროსს. ამჟამად მოთავსებულია ქუთაისის გარნიზონის „ჰაუპტვახტში“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, თბილისიდან დაბრუნდა სასურსათო კომიტეტის წევრი გრიგოლია. მან თბილისში 2 000 ფუთი ფეხსაცმლის ტყავეულობა შეიძინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის ავტორის ცნობით, 1917 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა ქალთა პირველ კლუბს, ამოირჩიეს იქნა ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბერს წიგნების გამომცემელი ქართველთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჯაბადარმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის მიცემის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე გობეჩია, მდივნად – აკაკი ფაღავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა: 1. ქართველი ერი დგას რუსეთის ორიენტაციის გზაზე; 2. საქართველო რუსეთთან ერთად ავითარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნაციონალურ გეგმებს; 3. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ ორგანოს – „ამიერკავკასიის კომისარიატს“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმში ქართული ეროვნული საბჭოს დაფუძნება, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევად.