საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89840

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ნიკოლოზ ტერ-მათეუზოვი სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ ინსპექტორი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვმა ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს განუცხადა, რომ გამგეობამ გააუქმა ხელოსანთა კრების დადგენილება სარევიზიო კომისიის არჩევის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვი ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე მიტროფანე ლაღიძემ დიდი ვერცხლის მედალი დაიმსახურა ხილეულისგან სასმელის მომზადებისთვის.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კირილე ქუთათელაძე, გიორგი რატიშვილი, საველი ბალახვანელი, ბორის ღოღობერიძე, გიორგი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ აღნიაშვილი და დავით ყიფიანი პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ემიგრაციაში წასულმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში შოთა ძიძიგურის სტატია „ქართული ენის მონათესავე ენები“ თარგმნა პოლონურად.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წელს თბილისში დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილის მიერ პოლონურიდან ქართულად ნათარგმნი ვალერიან თევზაძის „ქართველი ოფიცრის ჩანაწერები“.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრეს ს. ნამურაძემ, ალ. ახმეტელოვმა, ანტონ ქიტიაშვილმა და ესტატე სისაურმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ მეშვეობით დავით სუმბათაშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება 1885 წლის პირველ მაისს გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, ქალაქის ყველა მაღაზიასა და ეკლესიაში რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, გამოიცა რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა მიხეილ ნასიძის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ეტიუდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ს. პ. პავლოვი თბილისში, მელიქოვის ქუჩის 6 ნომერში, ყურძნის დასაჭყლეტ სამი სახის პრესს ყიდდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 იანვარს სოფელ ჭალის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის სასარგებლოდ ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდა, ეს არის“ ითამაშეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აგვისტოს გრიგოლ გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში გაემგზავრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 2 ავგისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფიოდორ ჯ. გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივლისს იაკიმოვი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი იმპერატორს პეტერბურგში შეხვდნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ბარბარე კორინთელის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.