რეგისტრირებული ფაქტები89741
სორტირება თარიღი კლებადობით
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ალექსანდრე ქვლივიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მუშაკი იყო.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის შემოდგომაზე საბჭოთა მთავრობამ მამუკა გაგას ძე ჭინჭარაული ცრუ ბრალდებით დააპატიმრა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ჟურნალისტ მაკ გრეგორსა (ალექსანდრე ქვლივიძესა) და ლიქოკელებს შორის 7 შეხვედრა გაიმართა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის შემოდგომაზე საბჭოთა მთავრობამ ბერდია ბეწინიკას ძე არაბული (ბეწინტურთ ბერდია) ცრუ ბრალდებით დააპატიმრა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ალექსანდრე ქვლივიძე ლიქოკის თემში კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ამერიკელი ჟურნალისტის სახელით ხევსურეთში ჩასული ალექსანდრე ქვლივიძე ვინაობის დასამალად მოსახლეობას რუსულად ელაპარაკებოდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ თუ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ლიქოკელების შესახებ ალექსანდრე ქვლივიძისგან მიღებული ინფორმაციით ჩეკამ შეძლო,სარეპრესიო საქმე ოფიციალურად ეწარმოებინა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ხევსურეთში მცხოვრებმა უცხოელმა მასწავლებელ ალექსი ოჩიაურს ლიქოკის თემში მოსახვედრად დახმარება სთხოვა. მასწავლებელი დაეხმარა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს, მას შემდეგ, რაც ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ბრალდებით დაპატიმრებული ხევსურების დაკითხვა სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტმა ალექსანდრე ქვლივიძემ დაიწყო, პატიმრები აწამეს და მეტად დაიმორჩილეს.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის იანვარში ლიქოკში ჩასული ალექსანდრე ქვლივიძის მთავარი მიზანი ხალხში ანტისახელმწიფოებრივი განწყობის გაღვიძება და აჯანყებისთვის მზადების ხელშეწყობა იყო.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936-37 წლებში გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე თქვა, რომ ხევსურეთის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი იყო.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებულმა დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე წაყენებული ძარცვისა და ქურდობის ბრალდებები უარყო.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს თბილისში ჟურნალისტ მაკ. გრეგორთან გამართულ შეხვედრებს ღერენა, გიორგი და გიგუა ლიქოკელები ესწრებოდნენ.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული 35 წლის ხახონ თაძიას ძე ლიქოკელი საბჭოს წევრი იყო.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმძიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული მინდია მგელას ძე ლიქოკელი 70 წლის იყო.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმძიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული ალექსი ალექსანდრეს ძე ოჩიაური 30-იანი წლებიდან ხევსურეთისა და ფშავის ახლად გახსნილი სკოლების პედაგოგად მუშაობდა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი მხედარი და მოფარიკავე იყო.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს ბაძია მგელას ძე ლიქოკელი, რომელიც ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატომრეს, 30 წლის იყო.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს დაპატიმრებულმა დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე აღიარა, რომ 30-იანი წლების დასაწყისში თავდაცვის დროს შინსახკომის ორი მუშაკი დაჭრა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936-37 წლებში გიორგი გაგას ძე ლიქოკელს ხევსურეთის კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

