საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1818

ტიპი: თანამდებობა

1818-53 წლებში დავით ნიკოლოზის ძე ბოდოკია სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლამდე ნიკოლოზ თადეოზის ძე წიქორიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-77 წლებში მიხეილ იესეს ძე კაპეტივაძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818 წელს ნიკოლოზ თადეოზის ძე წიქორიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წელს მათე მათეს ძე აბაზაძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-77 წლებში დავით ივანეს ძე ნასრაძე (ნასარიძე) სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლამდე მათე მათეს ძე აბაზაძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1903 წლებში მელიტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ბოდოკია სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-90 წლებში აბაკუმ ალექსის ძე ღიბრაძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-98 წლებში ანტონ სიმონის ძე კუხიანიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (V ნაწილი), რომელშიც ავტორი კვლავ აგრძელებს გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) კრიტიკას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში დიმიტრი ნადირაძის „სოფლის კუნწულა“ 10 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში აკაკი წერეთლის თხზულებების პირველი და მეორე ტომი სამოც-სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში რაფიელ ერისთავის თხზულებანი სამოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ვალტერ სკოტის „აივენჰო“ ორმოცდაათი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ვასილ პეტრიაშვილის წიგნი „ღვინის დაყენება“ მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ჰენრიკ სენკევიჩის რომანი „ცეცხლითა და მახვილით“ ოთხმოცი კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ნიკოლოზ დადიანის „დასტურ-ლამა“ ათი კაპიკი ღირდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 26 მარტს გაზეთ „კვალში“ ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა წერილი „გზა და გზა“ (დასაწყისი), რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციას „უმეცრების ფართი-ფურთი“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მარტში ოლღა გურამიშვილმა დუშეთის თავადაზნაურობის წინამძღოლს წერილობით აცნობა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმიანობასა და არჩევნებში დუშეთის მაზრის სახელით მონაწილეობის საკუთარ უფლებას გადასცემდა მეუღლეს, ილია ჭავჭავაძეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის თაობაზე ანგარიში სთხოვა. ილია ძეგლის აგებისთვის შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყა, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილში ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის „შინაური მიმოხილვა“ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ოცდახუთწლიანი საქმიანობის შესახებ.