რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება თარიღი კლებადობით
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ქრისტინე შარაშიძე წყალტუბოში იყო, შემდეგ გელათის მონასტერში წავიდა, სადაც ფრესკების გადაღებაზე მუშაობდნენ და მას საშუალება მიეცა ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის ახლოდან სანახავად ხარაჩოზე ასულიყო.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს გოგი ქარცივაძე სამშენებლო ტექნიკუმში სწავლისას პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებდა – ერთსართულიანი სახლის აშენებაში მონაწილეობდა.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ქრისტინე და თამარ შარაშიძეები აპირებდნენ რუსულიდან ქართულად ეთარგმნათ წიგნი „Враг под микроскопом“ ლუი პასტერის ცხოვრების შესახებ.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს გერმანე მგალობლიშვილი საქართველოს სახალხო კომისიის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს შალვა შარაშიძეს ქუთაისიდან თბილისში კუჭის წამალი გაუგზავნა გიორგი კაჭახიძემ, რომელიც შალვას პირადად არ იცნობდა, მაგრამ მას დიდ პატივს სცემდა.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს შალვა შარაშიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლიზიკო ქიქოძე ბოტანიკოსი იყო.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს პარტია უმაღლეს სასწავლებლებში ტროცკისტული პროპაგანდის აღკვეთას ითხოვდა. მარგოლინს ტროცკის აზრები გაკრიტიკებული არ ჰქონდა, რის გამოც მარგოლინი და ქანთარია თანამდებობიდან მოხსნეს.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე პოლიტ-ეკონომიკის კათედრაზე ისევ დანიშნეს.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1936 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო მიწსახკომის უფროსი ეკონომისტი თბილისში.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1934 წლებში კალე ბობოხიძე იყო სსმკ სამხედრო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ლავროსი კალანდაძე ლექციებს კითხულობდა მოსკოვის სარედაქციო-საგამომცემლო ინსტიტუტში, პოკროვსკის სახელობის კომუნისტურ უნივერსიტეტსა და მოსკოვის რადიო სტუდიაში ლიტერატურის თეორიის საკითხებზე.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1945 წლებში ალექსანდრე ჭეიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1936 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1937 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1935 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო „სალიტერატურო გაზეთის“ კოლეგიის წევრი.