რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 დეკემბერს სახელოსნო სასწავლებელში იმ შეგირდთა ნამუშევრების დათვალიერებას, რომელთაც ამ წელს დაასრულეს სწავლა, დაესწრნენ ქალაქისთავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, სასწავლებლის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ალიხანოვი და რკინიგზის სახელოსნოების უფროსი სტრჟემინსკი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კირიონ II საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
1979
ტიპი: ღონისძიება
1979 წელს მიხეილ კვალიაშვილს ექიმებმა პოზნანიდან საქართველოში მგზავრობა აუკრძალეს.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-73 წლებში ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873-90 წლებში იოსებ გიორგის ძე ციცქიშვილი სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862-68 წლებში გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1977
ტიპი: გარდაცვალება
1977 წლის იანვარში გიორგი ნოზაძემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ პარიზში ალექსანდრე კინწურაშვილი და ვალერიან ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე გარდაიცვალნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ალექსანდრე ხაბულიანმა, ბ. დუდუჩავამ, ლ. ნაკაიძე, უშ. საბაშვილმა და კ. ჟღენტმა თანხა შესწირეს ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს საბეითლო ნაწილის მმართველი ზოლოტარევი გაიწვიეს პეტერბურგში სამსახურის საქმეების გამო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბ. ფირცხალავამ და თევდორე კეშელავამ ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად თანხა შესწირეს.
2002
ტიპი: ღონისძიება
2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, არუთინიანი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას იმორიგევებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 თებერვლის „დროების“ ცნობით, პეტრე მელიქიშვილს ოდესაში ქიმიის დოქტორის წოდება მიანიჭეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს ლუარსაბ ლევანის ძე ჭიჭინაძე ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების დეპუტატი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს ლევან მიხეილის ძე გუნია ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების დეპუტატი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს მავრიკ ბერენგარდის ძე მენდელი ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების დირექტორი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ დავითის ძე ჩარკვიანი ქუთაისის სამაზრო ხაზინის ხელმძღვანელად დანიშნეს.

