საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85185

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე (კოლია) ნესტორის ძე მერკვილაძის ოჯახი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, წყნეთის ქუჩა N12.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივლიტა მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ნესტორის ძე მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ნესტორის ასული მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის და იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო თავის წევრებს და საზოგადოებას აცნობებდა, რომ იმავე დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გიორგი არადელი-იშხნელის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის თავზე წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 მარტს ავლაბრის წმ. მარინეს ეკლესიაში გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 18 აგვისტოს კოჯორში თბილისის საგლეხო საკრებულოს წევრი, იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, „ნემცების კლუბში" ვასილ აბაშიძის მიერ ნათარგმნი ვოდევილი „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ წარმოადგინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ნოემბრის „დროებაში“ ივანე ზუბალაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 ნოემბრის „დროებაში“ გამოქვეყნდა იმ წიგნთა სია, რომლებიც არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ოქტომბრის „დროებაში“ მ. ჭიორელის სტატია „ძველი სენაკი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ მარსოვი ბუნების მასწავლებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სასწავლებლებში მომუშავე პირებმა, კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროს იანუარ ნევეროვს, გამოსათხოვარი სადილი მოუწყვეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 21 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იანუარ ნევეროვი კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროსი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 21 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლევ მოძალევსკი სკოლის ინსპექტორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი „ბაგრატ IV ისტორია" დასაბეჭდად მზადდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ მიხეილ მხარელიძის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვიქტოტრ ფრანკინი ყარსის გენერალ-გუბერნატორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ყარსის გენერალ-გუბერნატორმა ვიქტორ ფრანკინმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კომისია ჩამოაყალიბა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შუშის მაზრაში ბოქაულმა დ. ვაჩნაძემ ძებნილი ყაჩაღი აღალალ-ბეგ-ჰუსეინ-კული-ბეგ-ოღლი შეიპყრო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისს მსახიობ ნატალია გაბუნია-ცაგარელის მონაწილეობით სოფელ სუჯუნას სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ამოგებული თანხა აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს, რაჟდენ ჭალაგანიძეს გადაეცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ოჩამჩირეში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და გიორგი ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდი“ წარმოადგინეს. სპექტაკლებში მაკრინე და მაშო თურქიები მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.