საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომისას აბელ მაყაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ მხარის არამარტო ქართულ, არამედ სხვა ეროვნების მოსახლეობაშიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან დავით მაჭავარიანი საქართველოში ჩამოვიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, დავით მაჭავარიანი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის იანვარში ლევან მაღალაშვილი შამქორთან მეთაურობდა თათართა დივიზიას, რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს კავკასიის ფრონტის დეზერტირად ქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ლევან მაღალაშვილი სომხეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლევან მაღალაშვილი იყო ბორჩალოს მაზრის მოხალისე მუსლიმთა პოლკის მეთაური.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართულ არმიაში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, იმ წლის პირველ იანვარს საზოგადოებას 6951 წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს საზოგადოებას 8886 წევრი ჰყავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის 31 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წლის დასაწყისში საზოგადოებას 39 განყოფილება ჰქონდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქართული ბატალიონის კაპიტანს, ი. ცაგურიას ჯარში დისციპლინის აღდგენის შესახებ. ხელს აწერს დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ლასხიშვილი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა ჯარის მოკლე ვადით მოწვევის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ მოითხოვა ჯარის მობილიზაციის პროექტში ექიმის მიღების პირობებისა და მოვალეობების დაზუსტება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში გავრცელდა აზრი, თითქოს ქართული ჯარი სხვა ერების ურთიერთშეტაკების მოსასპობად იგზავნება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წარადგინა განსახილველი საკითხები: მობილიზაციის პროექტი და რუსეთში მიმავალი ჯარების ეშელონების ბათუმის გზით გამგზავრება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ლასხიშვილი და პავლე საყვარელიძე, განიხილეს მობილიზაციის პროექტის მღვდლებსა და ბერებზე გავრცელების საკითხი .

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ლანჩხუთის რაიონის კომისარიატს გაუგზავნა წერილი საადმინისტრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.