რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 7 ივნისს გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება. საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო ვასილ სულხანიშვილი.
1962
ტიპი: ღონისძიება
1962 წლის ზამთარში იოსებ ზაუტაშვილი პოზნანიდან გორში ჩამოვიდა და მარტში ისევ პოლონეთში დაბრუნდა.
1964
ტიპი: ღონისძიება
1964 წლის 4 აპრილს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ ლადო ციბაძეს მეუღლე გარდაეცვალა და სამძიმრის წერილი მიეწერა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ვლადიმერ როსტომაშვილმა თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ბიბლიოთეკის მნიშვნელობასა და ვახტანგ გორგასლის შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბარბარე ჯორჯაძემ თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე თავისი ლექსები წაიკითხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჩხიკვაძე თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე მომღერალ ქალთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბაღდოევმა თელავის წმ. ნინოს სახელობის საქალებო სასწავლებელს 80 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბაღდოევმა კახეთში მდებარე როსტომაშვილის საქალებო სკოლას 30 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძემ სოფელ ვარძიაში საკუთარი ხარჯით სკოლა ააშენა და იქ პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მიხეილ ჯაფარიძე შორაპნის მაზრის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სილოვან ჭიჭინაძის მადლობის წერილი მიხეილ ჯაფარიძის მიმართ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის იანვარში ერმალოზ ჯაში ილორის სასოფლო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის პატარა ბიბლიოთეკა დააარსა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის აიყვანა პედაგოგი, რომელიც მათ რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ტიხეევმა კავკასიის მთავარმართებელს სახელმწიფო ქონებათა მართვის პროექტი წარუდგინა.

