საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 19 ივნისს თბილისის ოლქის სასამართლოში განიხილეს ავჭალის ცხენის რკინიგზის კონცესიონერების ბ. ბ. ალიბეგოვისა და ყორღანოვის საქმე. ისინი ბელგიის უსახელო საზოგადოებას პირობის დარღვევისათვის უჩიოდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე გ. კ ბოლქვაძეს ვერცხლის მედალი გადაეცა ადესიდან (იზაბელა) ჭაჭის არყისა და ლიქიორის დამზადებისთვის.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-დან 1945 წლამდე მიხეილ კვალიაშვილი „არმია კრაიოვას“ (1942-1945 წლებში ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედი სამამულო არმია) რიგებში იყო.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.

1954

ტიპი: ნასამართლეობა

1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საზღვარგარეთიდან ამანათებს იღებდა მათი პოლკის მეგობრებისგან – ვიტალი უგრეხელიძისგან, კუკური თოხაძისგან, მიხეილ დადიანისგან და ა.შ.

1955

ტიპი: გარდაცვალება

1955 წლის 15 ოქტომბერს გრიგოლ იაშვილი თბილისში გარდაიცვალა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სათარგმნად უგზავნიდა მასალას, რადგან მის მიერ შეკრებილ ბიოგრაფიულ ცნობებსა და პოეზიის მიმოხილვას სიზუსტე აკლდა.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს არტემ არონიშიძე და იოსებ ზაუტაშვილი პოლონეთში ცხოვრობდნენ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს ვიტალი უგრეხელიძე, ვალერიან ხელაძე, ვლადიმერ ლაღიძე და გიორგი ჯავახიშვილი ლონდონში ცხოვრობდნენ.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-1836 წლებში ივანე აბულაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის მარტში სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ივანე აბულაძე გარდაიცვალა.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს იოანე ჩარკვიანი სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-1903 წლებში გიორგი სიმონის ძე მაჩიტაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 18 მარტს სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი გიორგი სიმონის ძე მაჩიტაძე გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1917 წლებში მიხეილ ტერენტის ძე მაჩიტაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ე. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექსპერტ კიუჩარიანცის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ექიმი იოსებ გორალეჩოვი პაციენტ ე. სურგუნოვის შესახებ წერდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 თებერვალს გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლ. მაღალაშვილის განცხადებით, თებერვალში მაზრის თავად-აზნაურთა კრება გაიმართებოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე, თავმჯდომარის ამხანაგად – მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ სერგის ძემედვედევი, თავმჯდომარის მოადგილედ – ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერეში მეფუტკრეობის წარმოებისთვის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ნინა პავლეს ასულმა დანელიამ და ოლღა მიხეილის ასულმა მეუნარგიამ აბრეშუმის წარმოებისთვის ვერცხლის მედლები მიიღეს.