რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი დიდუბის პანთეონში ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) გვერდით დაკრძალეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
I მსოფლიო ომში, 1915 წლის 15 მაისს, მოკლეს შტაბს-კაპიტანი ივანე კონსტანტინეს ძე გურგენიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
მსახიობი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ქურდიანი 1915 წლის 15 მაისს საგარეჯოში გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოტელო“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნუცა ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, იუზა ზარდალიშვილის, ზაქარია გომელაურის, გედევან გედევანოვის, ანეტა ქიქოძის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე რომანოზ ბებიაშვილმა მერეჟუკოვსკის „ბუდა“ წაიკითხა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით მეჯლისი გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე გ. იორდანაშვილმა კინტაური იცეკვა, პავლე ფრანგიშვილმა შეასრულა „ურმული“ და იოსებ საღირაშვილმა თარზე დაუკრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10-11 მაისს ილია გოგიას ორგანიზებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართულ სკოლაში აკაკი წერეთლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მაისს ავლაბრის თეატრში იოსებ ჟივიძის რეჟისორობითა და მონაწილეობით „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგინეს.