რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იესე ბარათაშვილი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, ესწრებოდნენ: ნოე რამიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ალექსანდრე ლომთათიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ილიკო იმერლიშვილსა და ვანო ფარესიშვილს ნაძალადევში თავს დაესხა პოლიცია. ყაჩაღებმა ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს ბოქაული და მისი თანაშემწე, 14 კაცი კი დაჭრეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ანარქისტების პარტიამ თავის წევრებს დაავალა, თავს დასხმოდნენ მატარებელს, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. მძარცველები შეიპყრეს, მათ შორის ეფემ კუჩუკიც.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს, დიაკვან არჩილ იოსებიძის მკვლელობის შემდეგ, ილიკო იმერლიშვილმა თბილისი დატოვა და დუშეთის მაზრის ტყეებში წითელ პარტიზანებს შეუერთდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს მძარცველები ზაქრო ტურუკიანცი, ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი და სხვ. თავს დაესხნენ თბილისის საბაჟოს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ეფემ კუჩუკი სადგურ კარაიაზში საფოსტო მატარებელზე თავდასხმისთვის სასჯელის მოლოდინში მეტეხის ციხეში იჯდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფრომ მგალობლიშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს მღვდელ გურგენიძეს ეფემ კუჩუკმა ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად 500 მანეთი მოსთხოვა. კუჩუკს ამ საქმეში ზაქრო ტურუკიანციც უნდა დახმარებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წლის 4 მარტის ღამეს სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე, დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. შეიპყრეს, ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, შეკოჭილები ურემზე შეყარეს და რუსეთში წაიყვანეს.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ოვანეს თუმანიანს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვაჟა-ფშაველას ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკო ლომოურის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს მძარცველებმა ზაქრო ტურუკიანცმა და ილიკო იმერლიშვილმა, თბილისის საბაჟოზე თავდასხმის დროს მოკლეს საბაჟოს მმართევლი და კიდევ სამი ადამიანი.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წელს ილიკო იმერლიშვილი დიაკვან არჩილ იოსებიძეს დახვდა და ღალატისთვის თავი მოაჭრა, მოჭრილი თავი კი ფოსტით სასამართლოში გაგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს მოკლული დამნაშავის ამოსაცნობად მისულმა ილიკო იმერლიშვილის ოჯახმა იცრუა და მოკლული იმერლიშვილად გამოაცხადა.

