საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 17 აპრილს კუცივალოვი ოჩამჩირიდან სოხუმში წავიდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავს, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავს, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკისას, მაკრინე იოსების ასულ წერეთლისას და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძისას სათარხნოში 2638 დესეტინა და 1710 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავის, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავის, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის, მაკრინე იოსების ასულ წერეთლის და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძის სათარხნოში მდებარე 2638 დესეტინასა და 1710 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პელაგია ალექსანდრეს ასულ მაყაშვილის ყვარელში მდებარე 262 დესეტინასა და 706 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ და დავით იოსების ძე ერისთავებსა და ბარბარე მიხეილის ასულ ერისთავს ქისტაურში 733 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი, მიხეილ, ივანე და ნიკოლოზ გრიგოლის ძე ალიბეგოვებისა და მათი დების, მარიამისა და ელისაბედის, ხიდისთავში მდებარე 24 დესეტინასა და 880 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი, მიხეილ, ივანე და ნიკოლოზ გრიგოლის ძე ალიბეგოვებსა და მათ დებს, მარიამსა და ელისაბედს, ხიდისთავში 24 დესეტინა და 880 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და დავით იოსების ძე ერისთავებისა და ბარბარე მიხეილის ასულ ერისთავის ქისტაურში მდებარე 733 დესეტინასა და 1500 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათოვს ირაგაში 1064 დესეტინა და 2112 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათოვის ირაგაში მდებარე 1064 დესეტინასა და 2112 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბარისოვისამ ქმრის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კუცივალოვი სოხუმის ოლქის უფროსი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პაშიკოვი მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად დიმიტრი შავთვალაშვილმა, სტეფანე პოპოვმა და ბარბარე პოპოვისამ 2-2 მანეთი შესწირეს, გაბრიელ ბედოევმა – 50 კაპიკი, ბაღდან სომხიევმა – მანეთი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა სასულიერო წოდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ვართან ტერ-ასატუროვმა და გრიგოლ სომხიევმა თითო მანეთი შესწირეს, ნინა შავთვალიშვილმა და მართა ბერძენოვმა – 50-50 კაპიკი, მარიამ და ელისაბედ აბრამოვებმა – 2 მანეთი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 8 სექტემბერს ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილი თავის სახლში მოკლეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიას ქუთაისის საქალებო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. თურქიამ ზესტაფონში ქალებისთვის პირველდაწყებითი სკოლა გახსნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ივანე მაქსიმეს ძე ცომაია გერმანიის ფრონტზე დაჭრეს, რის გამოც ბელოსტოკში გაგზავნეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: დათიკო ხუნდაძე, ტიტე თევზაძე, თეოფინე თევზაძე, სევერიანე რამიშვილი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: ცუცუნია დუდუჩავა, ელენა დუდუჩავა, პუპინა უშვერიძისა, ლილოსი დუდუჩავა და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: ვასილისა ხუნდაძე, ანასტასია ხუნდაძე, შუშანიკა ყენიასა, მარუსია დუდუჩავა და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქუთაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ანა ლორთქიფანიძე, თომა მთავრიშვილი, მელანია გველესიანისა, მარ. ყაუხჩიშვილისა და სხვები.