რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონის შემომწირველთა სია: ტატიანა რამიშვილი, ლეონიდა ხუნდაძე, ამინადარ ხუნდაძე, ლიზა ხუნდაძისა და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: სონია ხუნდაძისა, გაიანე ხუნდაძისა, ოლღა ცქიტიშვილი, პელაგია რამიშვილი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: კეკელა ხუნდაძისა, კატო რამიშვილისა, მატრონე ხუნდაძისა, მარო ხუნდაძე და სხვ.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ ანასტასია ბაქრაძე, ნინო ხელთუფლიშვილისა, კირილე ლორთქიფანიძე, მიტროფანე ლაღიძე და სხვები.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი და სხვები.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე, ხონში — კესარია ციციშვილისა და პოლიევქტო კიკალიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ირაკლი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივლისს პავლე რაევმა მლეთაში ეკლესია და სამრევლო საეკლესიო სკოლა დაათვალიერა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ნიკოლოზის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევის კურდღელაურში მდებარე 71 დესეტინასა და 2100 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვახტანგ მიხეილის ძე მაჩაბელს დიდ ლილოში 70 დესეტინა და 700 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე ათანასეს ძე მაყაშვილს ბაიხოში 33 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო ნიკოლოზის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევისას კურდღელაურში 71 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანასტასია ისაკის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევისას ხორხელში 94 დესეტინა და 2210 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია ისაკის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევის ხორხელში მდებარე 94 დესეტინასა და 2210 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ პეტრეს ძე ვორობიევს ბოჭორმაში 552 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სათიბები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პეტრეს ძე ვორობიევის ბოჭორმაში მდებარე 552 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყესა და სათიბებს.