საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89744

1935

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ბარათაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1935 წელს.

1935

ტიპი: განათლება

1935-1940 წლებში ანდრო თევზაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1936 წლებში ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „კომუნისტის“ კორექტორი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს პარიზში ჟურნალ „მხედარში“ (№17) დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილის სტატია „პოლონეთის განთავისუფლება და მარშალი პილსუდსკი“.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში აკაკი გაწერელია იყო სახელმწიფო გამომცემლობის სტილისტი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935-1938 წლებში ივანე შაიშმელაშვილი იბეჭდებოდა გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „წითელარმიელი“.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თავდებით ლიტსექციამ გამოსცა ივანე შაიშმელაშვილის მხედრული ლექსების პატარა კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო 16 ლექსი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ნათარგმნი მარშაკის ლექსები: „მისტერ ტვისტერ“ და „სულელი წრუწუნა“.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო კრებულ „ახალგაზრდა ბოლშევიკის“ პასუხისმგებელი მდივანი და შემდეგ რედაქტორი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა ჟურნალ „მნათობის” განყოფილების გამგის თანამდებობას.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში მასობრივი განყოფილების გამგედ.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა სიმონ მთვარაძის პიესა „შლეგი”.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ბორის ჩხეიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს გამოქვეყნდა გიორგი გაბუნიას დრამა „არსენა ოძელაშვილი”.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში მამია ასათიანი ქუთაისის მწერალთა კავშირის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „მხიარული მეგობრები”.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში ვლადიმერ გოლოევი ოსური საოლქო გაზეთ „კომუნისტის” განყოფილების გამგე იყო ცხინვალში.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935-36 წლებში შინსახკომის ცენტრალურმა ორგანოებმა ხევსურეთში გაამწესეს თავიანთი სპეცრაზმი, რომელსაც ნიკო ბუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს არშაკ მეგრაბიანცმა დაწერა წიგნი „ჩემი მოგონებები დიდ სტალინზე“.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ მეფის პოლიგრაფიული მოღვაწეობისა და მოსკოვში პირველი ქართული სტამბის დაარსების შესახებ.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე აბასთუმნის ეროვნული მამულის შეკეთების საკითხი დასვა, რისთვისაც 10-მილიონიანი ფონდიდან 50 000 მანეთი გამოიყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 18 ივნისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერლების პლენუმზე მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა. წერილში გამსახურდია ხელისუფლების მიერ ტალანტების შევიწროებაზე წუხდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 16 ივნისს ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო.