საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ახალ კლუბში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული ლექციის „ქართული სამართლის ისტორია“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი „სოფლის გმირების“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი სსპექტაკლის, „ტაიფუნის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის სტატია „ქართული სცენის ქურუმი (ნინო ჩხეიძე)“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ წარმოადგინა ნინო ნაკაშიძის სოციალური დრამა „ვინ არის დამნაშავე?“ სპექტაკლის რეჟისორი იყო შალვა დადიანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატული წრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ შალვა დადიანმა სიკოს როლი შეასრულა, მარიამ ნაკაშიძემ ითამაშა სალიხე, ელო ანდრონიკაშვილმა – ფატი, შალვა ხონელმა – არსენა და ა.შ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 24 იანვარს გიორგი ანდრიას ძე ნამორაძე იყო კიევის კომერციული ინსტიტუტის მეხუთე სემესტრის სტუდენტი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს გიორგი ანდრიას ძე ნამორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაენიშნათ სტიპენდია კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის დასასრულებლად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს ნინო ალექსის ასულმა ფურცელაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ფურცელაძისთვის სპეციალურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს იოსებ ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 იანვარს ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას გამოყოფილი თანხის სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 იანვარს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, ირაკლი ილიას ძე ტატიშვილმა სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი 25 იანვარს ბაქოში გამართული წარმოდგენის „ვინ არის დამნაშავე?“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ელო ანდრონიკაშვილის მიერ თარგმნილი ფრანგული პიესა „ტაიფუნი“ უნდა წარმოედგინათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით უნდა წარმოედგინათ ელო ანდრონიკაშვილის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „ტაიფუნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენაში „ტაიფუნი“ ნინო ჩხეიძემ ელენე ლაროშის როლი შეასრულა, იუზა ზარდალიშვილმა ითამაშა რენარი, ალექსანდრე იმედაშვილმა – ტოკერამო, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა – იჰიაზუ, პლატონ კორიშელმა – ტოიჰუ, მიხეილ ჭიაურელმა – ინოხა, მიხეილ სარაულმა – შეიჰფვა და ა.შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ჯამბაზები“ 271 ადამიანი დაესწრო. მოგება შეადგენდა 103.36 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტების გამო“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 იანვარს სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იოვანე გიორგის ძე მელაძე გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის სტატია „თეატრის ისტორია, ჩინეთის თეატრი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის თხზულება „ღაღადისი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „ლტოლვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „აკაკის ავადმყოფობის გამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ახალ კლუბში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა ლექცია – „ქართული სამართლის ისტორიიდან“.