რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველმა მუშებმა მენშევიკ-სოციალისტ ვალიკო ჯუღელის თაოსნობით იარაღის არსენალი დაიკავეს და სახალხო გვარდია მოაწყვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკის უფროსი, პოლკოვნიკი გუროვი წმ. გიორგის ორდენით იყო დაჯილდოვებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პეტრე გელეიშვილმა გენერალ სტეფანე ახმეტელს ვალერიან თევზაძის კორპუსში მიღება სთხოვა, მაგრამ თევზაძემ ქუთაისის ქვეითთა პოლკში გაგზავნა მოითხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის რვაკილომეტრიან მონაკვეთს გადარჩენილ იუნკერთა ორი ჯგუფიღა იცავდა – კაპიტან დავით მაჭავარიანისა (თორმეტკაციანი) და კაპიტან ალექსანდრე ალავიძისა (რვაკაციანი).
1853
ტიპი: გარდაცვალება
1853 წლის 16 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე გარდაიცვალა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1906 წლებში კონსტანტინე ბესარიონის ძე შანიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871-1917 წლებში იოსებ გიორგის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატთა საბჭო, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842-65 წლებში გიორგი პართენის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-71 წლებში ექვთიმე ბეჟანის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 18 მარტს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მოსე ქორიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმში ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასული ვალერიან თევზაძე ოლქის უფროსის გენერალური მდივნის შტაბში პრაპორშჩიკთა ათასეულის უფროსად დანიშნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 60 წლის დავით კლდიაშვილი პრაპორშჩიკთა ათასეულში სამნეო ნაწილს განაგებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისას ვალერიან თევზაძემ მიიღო გენერალური მდივნის ბრძანება, თავისი ათასეულით უკან დაეხია ჯერ ჩაქვამდე, შემდეგ სამტრედიამდე.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-86 წლებში ლაზარე იესეს ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843-53 წლებში სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: გარდაცვალება
1850 წლის 11 თებერვალს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იესე გიორგის ძე ქორიძე გარდაიცვალა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში ფილიპე გიორგის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1833
ტიპი: გარდაცვალება
1833 წელს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ შანიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დეკემბერში ვალერიან თევზაძემ კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წლის 4 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი პართენის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

