საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80023

1975

ტიპი: გარდაცვალება

1975 წლის 14 აგვისტოს ივანე ნანუაშვილი სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა ვიქტორ ნოზაძის ბოლო ნაშრომი – „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურთმეტყველება“.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ ჰიტლერის ტყვეობიდან დაბრუნებული ივანე ნანუაშვილი დროებით მასთან, პოზნაზნში, ცხოვრობდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ ივანე ნანუაშვილი მისი უფროსი ქალიშვილის, ნინოს, ნათლია იყო.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ივანე ნანუაშვილის გარდაცვალების ამბის გასაგებად გიორგი ნოზაძესა და გიორგი ყიფიანს პარიზში მისწერა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის 8 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანის სამხედრო მუზეუმის მცველის თხოვნით ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ თავისი ომამდელი და ომის შემდგომი ნივთები მუზეუმისთვის გადაეცა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „გოგუცა კუპრაშვილი“.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წელს იეჟი ზაგურსკიმ და იან ბრაუნმა „ვეფხისტყაოსანი“ პოლონურ ენაზე თარგმნეს.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის იანვარში ნიკოლოზ მათიკაშვილმა მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ახალი წელი მიულოცა.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წლის იანვარში მიხეილ კვალიაშვილი ტვინის შერყევის დიაგნოზით პოზნანის საავადმყოფოში იწვა.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს თამარ ივანეს ასული ყურულიშვილი, სერგო ყურულიშვილის ძმიშვილი, მეუღლესთან, ანდრეი ვოიტკევიჩთან ერთად პოლონეთში ცხოვრობდა.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს, ივანე ნანუაშვილის ანდერძის თანახმად, მისი ქონების მემკვიდრეები გახდნენ გოგი ჯავახიშვილის ქალიშვილი და სიძე, რომლებიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ.

1975

ტიპი: ღონისძიება

1975 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას ლიტერატურული წერილები.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის 14 ნოემბერს შალვა თავართქილაძემ ბახვიდან თბილისში წერილი გაუგზავნა ქეთევან შარაშიძეს, მადლობა გადაუხადა ბახვის სკოლის სახელოვანი პედაგოგების მოღვაწეობის ასახვაში დახმარებისა და სასკოლო მუზეუმის შევსებისთვის.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის ოქტომბერში მიხეილ კვალიაშვილი შვილთან, მანანასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.

1974

ტიპი: გარდაცვალება

დავით გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1974 წლის 24 აგვისტოს.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანის ერთ-ერთ გამომცემლობაში გიორგი რატიშვილის სურათი ნახა.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ახალი სამხედრო წოდების მიღებით შემოსავალი არ გაზრდია, რადგან პოდპოლკოვნიკისა და მაიორის რენტა ერთნაირი (2 500 ზლოტი) იყო.

1974

ტიპი: გარდაცვალება

კონსტანტინე მეძველია გარდაიცვალა 1974 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს ზაალ ჟვანია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი იყო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს პაატა ნაცვლიშვილი და ია ხუბაშვილი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ მუშაობდნენ.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.