რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1974
ტიპი: თანამდებობა
1974 წელს პაატა ნაცვლიშვილი და ია ხუბაშვილი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ მუშაობდნენ.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლამდე პარიზში ყოფილი იუნკრის, დოლიკა ვაჩნაძის ხელმძღვანელობით „იუნკერთა კავშირის“ დაარსებული ჟურნალის, „მხედრის“ 15 ნომერი გამოვიდა.
2015
ტიპი: თანამდებობა
2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წელს პაატა ნაცვლიშვილი საშა სულხანიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად სან-ფრანცისკოში ჩავიდა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 26 ივნისს ლალი ცომაია ციცი ბუქურაულთან ერთად პოლონეთში, ზალესიე-დოლეში, 89 წლის ნიკოლოზ მათიკაშვილს ეწვია და მისი არქივის ერთი ნაწილი საქართველოში წამოიღო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი კვინიტაძე იუნკერთა სკოლის უფროსობამ მთავარსარდლად დანიშნა.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817-52 წლებში პეტრე მახარობელას ძე კობახიძე სოფ. არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 4 იანვარს არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი პეტრე მახარობელას ძე კობახიძე გარდაიცვალა.
1861
ტიპი: თანამდებობა
1861-69 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე ხუსკივაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853-57 წლებში მარკოზ სვიმონის ძე ლეჟავა არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს ანდრია პეტრეს ძე კობახიძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

