რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ეგნატე ბერის ძე მაჩიტაძე სოფ. ბიღის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-1917 წლებში ირაკლი ბესარიონის ძე ყიფშიძე სოფ. ბიღის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებული რ. ს. იუზბაშიანი თავისი შტატითა და ოჯახით ფოთის გავლით აპირებდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველ ქალთა ჯგუფის ინიციატივითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფინანსებით ეკატერინე გაბაშვილის ჩანაწერების კრებული გამოიცა.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857 წელს ზაქარია მგალობლიშვილი დირბის მონასტრის მოძღვრად დანიშნეს და იგი ოჯახთან ერთად ოსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ ეკატერინე გაბაშვილის საუკეთესო მოთხრობები გამოსცა.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წლის აპრილში დირბის მოძღვარი ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი გარდაიცვალა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის სექტემბრიდან სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობა დაიწყო.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის სექტემბერში სოფრომ მგალობლიშვილის დედა, მარიამ ბიბილური გარდაიცვალა.
1874
ტიპი: ორგანიზაცია
1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს ივანე ხაჩატუროვის საქმე. მას ტივჩუკი ცილისწამებაში სდებდა ბრალს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება დააარსა და 30 წელზე მეტი მისი თავმჯდომარე იყო.

