რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა განცხადება გენერალ-მაიორ მამუკა ორბელიანის სახლში სასტუმრო „ამერიკის“ გახსნის შესახებ.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 8 იანვარს, მეფისნაცვლის მმართველობის დადგენილების თანახმად, აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს სიღნაღის მაზრაში მდებარე მართა მიხეილის ასულ ვაჩნაძის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კლიმენტი ლუკას ძე გოგიავა დაიბადა 1912 წლის 15 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში.
1943
ტიპი: ორგანიზაცია
1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1933 წლებში კლიმენტი გოგიავა მუშაობდა გაზეთ „გოსკინპრომოვცის“ რედაქტორად თბილისში.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939-1948 წლებში კლიმენტი გოგიავა იყო ჟურნალ „ბოლშევიკის“ ლიტმუშაკი თბილისში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 მაისს გენერალ-გუბერნატორ ბაგრატიონ-მუხრანსკის დარბაზში გამართულ თბილისის თავად-აზნაურთა შეკრებაზე საზოგადო სააზნაურო ბანკის დარსების საკითხი გადაწყდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 მაისს გამართული თავადაზნაურობის კრების მონაწილეები ხატზე დასაფიცებლად ეწვივნენ სიონის ტაძარს, სადაც იმ დღეს საქართველოს ეგზარქოსი ევსევი სწირავდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 მაისს გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე გუბერნიის აზნაურობის მარშალმა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა დამსწრეთ ახალი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში გამართულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს სვიმონ აბაშიძის სოფ. შორაპნის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

