რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ თბილისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ალავერდელ ეპისკოპოსად აირჩია პიროსი ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 სექტემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის N26133 განკარგულებით 1917 წლის 1-ელ სექტემბერს გიორგი მინას ძე აბაშიძე დაინიშნა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, საქართველოს კათალიკოსობის კანდიდატად დასახელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც საეკლესიო საკითხების კარგ მცოდნედ ითვლებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე ხატისოვი ალექსანდროპოლის საბჭომ ქალაქისთავად დაასახელა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, კავკასიის ოლქის მთავარ სამხედრო კომისრად დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ყოფილი კომისარი ვლადიმერ გობეჩია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში მოწვეულ დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობაზე პარტიათა შეთახმებით გაიგზავნა ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შალვა ამირეჯიბი, აკაკი ჩხენკელი და სიმონ მდივანი იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 სექტემბერს გიორგი კვინიტაძე კავკასიის მე-15 მსროლელი პოლკის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ბოდბის მონასტრის წინამძღვრად, ნაცვლად გადაყენებული ანასტასიასი, დაინიშნა თეკლათის მონასტრის წინამძღვარი ნინო (სოფლად ელენე ვაჩნაძე).
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 22 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც განხილული იყო ქალის მდგომარეობა მამაკაცთან შედარებით. ავტორის აზრით, ცნობილ ფემინისტ ქალებს, მაგ. ემელინ პანკჰერსტს, ბერტა ფონ ზუტნერს, მარია კიურის რომ არ ჰყოლოდათ თანამოაზრე და ხელშემწყობი ქმრები, ისინი ყველასთვის უცნობები დარჩებოდნენ. ქალებზე რეაქციონური შეხედულების მქონე ვილჰელმი ამბობდა, რომ ქალს უნდა ახსოვდეს სამი „კ“ – ეკლესია, საბავშვო ოთახი და სამზარეულო (გერმანულად სამივე სიტყვა ასო კ-ზე იწყება). მისმა ქალიშვილმა უპასუხა: „მამა, ნუ დაგავიწყდება მეოთხე „კ“, ე. ი. კონსტიტუცია, რითიც შეახსენა, რომ ქალი პოლიტიკაშიც უნდა იღებდეს მონაწილეობას. ავტორი ახსენებდა კორნელია გრაკხს, რომელმაც აღზარდა ხალხისათვის თავდადებული შვილები. მისი აზრით, ახალი მთავრობა უფრო უღრმავდება ქალთა საკითხს, აფასებს მათ შრომასა და ღვაწლს, რომლებიც მამაკაცებთან ერთად რევოლუციური მოძრაობისას მიდიოდნენ სახრჩობელაზე, კატორღაში, ციხეებსა და შორეულ ციმბირში, (კონოპლიანიკოვა, გინზბურგი, პეროვსკაია, გელფმანი, ზასულიჩი, ვოლკენშტეინი, სპირდონოვა, ფიგნერი, ბრეშკოვსკაია და სხვანი.) თუმცა პარტიებმა ქალების არჩევნების უფლება სათავისოდ გამოიყენეს და ყველანაირად წინ აღუდგნენ ქალის პოლიტიკაში ჩართულობას.

