რეგისტრირებული ფაქტები81317
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თარხნიშვილი ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივლისს ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრ ბარბარე თარხნიშვილის ორგანიზატორობით წარმოდგენა გაიმართა, საიდანაც მიღებული თანხა ბოქაულ გვარამაძეს გადასცეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გვარამაძე ახალქალაქის ბოქაული იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკიმ ბაქოს სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი ვასილ თუხარელის სიძე იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთში „არძაგანკი“ სომეხ ვაჭარ აჯიმიანის გარდაცვალების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ვასილის ასული ფალავანდიშვილი სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული ფალავანდიშვილი სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი ანა თუხარელის სიძე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა მიიღო. გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯს საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა და ამიერკავკასიის პოლიტიკური გარემოებები გააცნო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკი ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც არქიეპისკოპოსმა პავლემ ახალი სამსახური შესთავაზა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაჩხაანის ახალგაზრდობამ წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ და გიორგი დავითის ძე ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ისაკის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ელიზბარის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.